გასულ ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები სამჯერ გაუშვა, — ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ. ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.
თავდასხმების დროს სირენები ჩაირთო ცენტრალურ ისრაელში და დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში.
ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რაკეტების ნაწილი გაანეიტრალა, ხოლო ნაწილი ღია ტერიტორიებზე დაეცა.
არსებული ინფორმაციით, თავდასხმას დაშავებულები არ მოჰყოლია.














კომენტარები