ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის შემცვლელად მისი ვაჟი, მოჯთაბა ხამენეი აირჩიეს. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი.
მანამდე ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებდნენ, რომ აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, გასულ კვირას განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად დაიჭრა.














კომენტარები