• რეკლამა
  • კონტაქტი
06:19, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა

ალია ავტორი - ალია
13:37 07-06-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

ირანის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა დეპუტატმა მასუდ პეზეშკიანმა გაიმარჯვა. ინფორმაციას ამის შესახებ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო press.ir ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, პეზეშკიანმა მეორე ტურში 30,5 მილიონი ხმიდან 16, 3 მილიონზე მეტი ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა საიდ ჯალილიმ – 13,5. არჩევნებზე აქტივობამ დაახლოებით 50% შეადგინა.

„ჩვენ ყველას გავუწვდით მეგობრობის ხელს. ჩვენ ყველანი ამ ქვეყნის მაცხოვრებლები ვართ. ჩვენ ქვეყნის პროგრესისთვის ერთმანეთი უნდა გამოვიყენოთ“, – თქვა პეზეშკიანმა წინასწარი შედეგების გამოქვეყნებისთანავე ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

ირანში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 5 ივლისს ჩატარდა. მოქალაქეებს არჩევანი პრეზიდენტობის ორ კანდიდატს, მასუდ პეზეშკიანსა და საიდ ჯალილის შორის უნდა გაეკეთებინათ.
ყოფილი კარდიოქირურგი პეზეშკიანი ირანის ე.წ. მორალის პოლიციას აკრიტიკებს, ამომრჩეველს ერთიანობას და მსოფლიოსგან ირანის იზოლაციის დასრულებას ჰპირდება. ჯალილი კი, რომელიც ბირთვულ საკითხებზე ყოფილი მომლაპარაკებელია და რელიგიურ თემებში ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობს, მკაცრი ანტიდასავლური პოზიციით არის ცნობილი.

პირველ ტურში, რომელიც 28 ივნისს გაიმართა, პეზეშკიანმა ხმების 44% დააგროვა, ხოლო ჯალილიმ – 40%.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved