• რეკლამა
  • კონტაქტი
10:48, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას მსოფლიო ლიდერები გმობენ

ალია ავტორი - ალია
17:21 04-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ირანის მხრიდან ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გმობენ მსოფლიო ლიდერები. რამდენიმე საათია პოლიტიკურ და დიპლომატიურ სივრცეში, ირანსა და ისრაელს შორის მომხდარი დაპირისპირება მთავარი განხილვის თემაა.

„ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, – , – ამის შესახებ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

თავდასხმას ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტიც.

„მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გმობს ევროკავშირიც.

„ეს შეიძლება, გახდეს ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ქაოსის გაღვივების მიზეზი. ევროკავშირი უმკაცრესად გმობს თავდასხმას და გააგრძელებს მუშაობას დეესკალაციისა და უფრო მეტი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა X-ზე.

„აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

ისრაელის უსაფრთხოებისადმი ერთგულებაზე და აშშ-ის მიერ გაწეულ დახმარებაზე საუბრობს ჯო ბაიდენიც.

„ვგმობ ისრაელზე ირანის თავდასხმას და კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას ისრაელის უსაფრთხოებისადმი. ჯერ კიდევ გასულ კვირას რეგიონში ამერიკული საბრძოლო თვითმფრინავები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით აღჭურვილი გემები გავგზავნეთ. ამის წყალობით და ჩვენი სამხედროების ოსტატობით ჩვენ ისრაელს თითქმის ყველა რაკეტისა და დრონის ჩამოგდებაში დავეხმარეთ“, – აცხადებს ამერიკის პრეზიდენტი.

„მკაცრად ვგმობ სერიოზულ ესკალაციას, რომელსაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მიერ ისრაელზე ამ საღამოს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმა წარმოადგენს. მოვუწოდებ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ. არც რეგიონს და არც მსოფლიოს არ შეუძლია კიდევ ერთი ომი დაუშვას“, – წერს გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში X-ზე.

ირანმა ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved