ირანის რეჟიმი ისრაელის პრემიერ მინისტრის მკვლელობით იმუქრება. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, რომ ნეთანიაჰუ მათ „სამიზნედ რჩება“. განცხადებები ისრაელსა და ირანს შორის გამწვავებული დაპირისპირების ფონზე გაკეთდა.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაახლოებული წყაროების თქმით, ნეთანიაჰუ პასუხისმგებელია ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებსა და დარტყმებზე, რის გამოც თეირანი მას „პასუხისმგებლობას დააკისრებს“.
ირანული მხარე აცხადებს, რომ ისრაელის ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებს. თავის მხრივ, ისრაელის ხელისუფლებაში მსგავს მუქარებს სერიოზულად აფასებენ და უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე საუბრობენ.
დაძაბულობა ახლო აღმოსავლეთში კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში რეგიონში სამხედრო დაპირისპირება და საპასუხო დარტყმები გახშირდა. ექსპერტების შეფასებით, მსგავსი განცხადებები კონფლიქტის კიდევ უფრო ესკალაციის რისკს ზრდის.














კომენტარები