აქტივისტების თქმით, ირანი გლობალური ინტერნეტიდან სამუდამოდ გათიშვას გეგმავს, შესაბამისად შეუზღუდავი ონლაინ წვდომა “სამთავრობო პრივილეგია” იქნება და მხოლოდ რეჟიმის მიერ შემოწმებული პირებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ინტერნეტ ცენზურის მონიტორინგზე მომუშავე ორგანიზაცია Filterwatch-ის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიმდინარეობს კონფიდენციალური გეგმა, რომელიც საერთაშორისო ინტერნეტზე წვდომას “სამთავრობო პრივილეგიად” აქცევს… სახელმწიფო მედიამ და მთავრობის წარმომადგენლებმა უკვე მიანიშნეს, რომ ეს მუდმივი ცვლილებაა და აფრთხილებენ, რომ შეუზღუდავი წვდომა 2026 წლის შემდეგ აღარ დაბრუნდება,” – წერია ანგარიშში.
Filterwatch-ის ლიდერის, ამირ რაშიდის თქმით, გეგმის თანახმად, ირანელებს, რომლებსაც ჰქონდათ უსაფრთხოების ნებართვა ან გაიარეს სამთავრობო შემოწმება, წვდომა ექნებათ გლობალური ინტერნეტის გაფილტრულ ვერსიაზე. ხოლო ყველა სხვა ირანელს მხოლოდ ეროვნულ ინტერნეტზე წვდომის უფლება ექნება: შიდა, პარალელურ ინტერნეტზე, რომელიც მოწყვეტილია ფართო სამყაროს.
ირანში ინტერნეტის მიმდინარე გათიშვა 8 იანვარს, 12-დღიანი ანტი-სამთავრობო, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ დაიწყო.
The Guardian-ის ცნობით, მთავრობის წარმომადგენელმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ საერთაშორისო ინტერნეტი გაითიშებოდა სულ მცირე 20 მარტამდე, სპარსულ ახალ წლამდე, ნოვრუზამდე.














კომენტარები