• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირანი ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა – IAEA

ალია ავტორი - ალია
20:26 12-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,050

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ, განაცხადა, რომ ირანთან 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღდგენა აზრს კარგავს, რადგან თეირანი უკვე ფაქტობრივად ატომურ სახელმწიფოდ გადაქცევის ზღვარზეა.

იტალიაში ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე გროსიმ ხაზი გაუსვა IAEA-ს მზარდ უკმაყოფილებას ირანთან მიმართებით, რომელმაც დაარღვია 2015 წლის შეთანხმების პირობები და უარი თქვა მონიტორინგის პროცესზე მას შემდეგ, რაც აშშ-მ შეთანხმება 2018 წელს დატოვა. დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ისრაელის დაზვერვის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც ირანს შეთანხმების პირობების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

2015 წლის ერთობლივი ყოვლისმომცველი მოქმედების გეგმის (JCPOA) ფარგლებში ირანს ურანის მხოლოდ 3.68%-მდე გამდიდრების ნებართვა ჰქონდა, რაც შეესაბამება იმ დონეს, რომელიც ბირთვული ტექნოლოგიის სამოქალაქო მიზნებისთვის გამოყენებისთვის არის საჭირო. თუმცა, IAEA-ს ბოლო ანგარიშის მიხედვით, ირანი სწრაფად ავითარებს თითქმის სამხედრო დონის გამდიდრებული ურანის წარმოებას, რითაც ბირთვული იარაღის შესაქმნელად საკმარისი მასალა აქვს დაგროვებული.

“თავდაპირველი შეთანხმების ფილოსოფია შეიძლება გამოვიყენოთ, მაგრამ ეს შეთანხმება ახლა უკვე გამოუსადეგარია,” – განუცხადა გროსიმ იტალიურ სააგენტო ANSA-ს. გროსის თქმით, ირანს  60%-მდე აქვს ურანი გამდიდრებული – 90% კი წარმოადგენს სამხედრო დონის გამდიდრებას, რაც მას პრაქტიკულად ატომური იარაღის მქონე სახელმწიფოების რიგში დააყენებს.

2015 წელს შეთანხმების პირობების თანახმად, ირანი ვალდებული იყო გაენადგურებინა თავისი ურანის მარაგის 98% და გაეთიშა ცენტრიფუგების ნახევარზე მეტი. თუმცა, აშშ-ის მიერ შეთანხმების დატოვების შემდეგ, ირანმა ეტაპობრივად გაზარდა გამდიდრების პროცესი.

ირანული გამომცემლობა IRNA-ს თანახმად, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მისი ატომური ენერგიის ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ეყრდნობა, ირანი “სხვადასხვა ტიპის ახალი და მოწინავე ცენტრიფუგების დიდი რაოდენობის” გააქტიურებას გეგმავს. ცენტრიფუგა ხელსაწყოა, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება. გამდიდრებული ურანით აწარმოებენ საწვავს, თუმცა ის ასევე გამოიყენება ბირთვული იარაღის შექმნისთვის.

რაფაელ გროსის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განიხილოს ირანთან ბირთვული განიარაღების ახალი ნაბიჯები, რაც შეესაბამება არსებულ “ახალ რეალობას”.

ირანი უარყოფს ბირთვული იარაღის შექმნის სურვილს და აცხადებს, რომ მისი პროგრამები მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა. თუმცა, IAEA-ს და აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოების ინფორმაციით, ირანს 2003 წლამდე ჰქონდა ორგანიზებული სამხედრო ბირთვული პროგრამა, ხოლო ისრაელი ამტკიცებს, რომ თეირანს არასდროს აუღია ხელი ბირთვული იარაღის შექმნის გეგმაზე.

წყარო – ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved