ირანი და აშშ ბირთვულ საკითხებზე მოლაპარაკებების მესამე რაუნდს ხუთშაბათს ჟენევაში გამართავენ. ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა. მისი თქმით, პროცესს „დადებითი იმპულსი“ აქვს და მხარეები შეთანხმებისკენ დამატებით ნაბიჯებს განიხილავენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ირანმა მიანიშნა, რომ სანქციების მოხსნისა და ურანის გამდიდრების უფლების აღიარების სანაცვლოდ დათმობებისთვის მზადაა. წყაროს თქმით, განხილვის საგანია ყველაზე გამდიდრებული ურანის ნაწილის საზღვარგარეთ გაგზავნა და დარჩენილი მარაგის შესუსტება. მიუხედავად ამისა, მხარეები კვლავ განსხვავებულ პოზიციებზე რჩებიან, მათ შორის სანქციების შემსუბუქების მასშტაბსა და თანმიმდევრობაში.














კომენტარები