რუსეთში ირანის ელჩის, ყაზემ ჯალალის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი 27 აპრილს მოსკოვს ეწვევა და ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
როგორც ირანის ელჩმა თქვა, მინისტრი რუსეთის მაღალჩინოსნებთან აშშ-სთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაივლის. განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის ერთობლივ შესაძლო ინიციატივებსაც.
ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტის ცნობა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუდასტურა.
“ვადასტურებთ რუსეთში ვიზიტს მოლაპარაკებებისთცის.” – თქვეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
















კომენტარები