• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ქარსელაძე – ბორჯომში კოსტავას სკვერის სრული რეაბილიტაცია უკვე დაიწყო

ალია ავტორი - ალია
17:00 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
86

„ბორჯომში მალე დასრულდება ისტორიული კავალერიის შენობა, რომელიც იქნება ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრი ბორჯომელებისთვის, მისი სტუმრებისთვის და შეასრულებს კუკლტურული ცენტრისა და მუზეუმის ფუნქციას. ჩვენი თანმიმდევრულობა აქაც კარგად ჩანს, გამომდინარე იქიდან, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, კოსტავას პარკის რეაბილიტაციაც თვითმმართველობისა და მოსახლეობის თხოვნით დავიწყეთ. შემდეგი სეზონისთვის ეს პარკი იქნება აბსოლუტურად განახლებული ძველი და ახალი, თანამედროვე სივრცეებით, საბავშვო და დასასვენებელი სივრცებით, რაც აუცილებლად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბორჯომისთვის“,-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ბორჯომში „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის ოთარ არბოლიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა წყალმომარაგებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამჟამად 150 დასახლებაში მიმდინარეობს წყალმომარაგების პროექტები, საიდანაც 26 ქალაქი, დანარჩენი კი სოფლებია და ამ პროექტების დასრულების შედეგად, 360 ათას ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 200 ათასს არასდროს ჰქონია სტანდარტის შესაბამის წყალმომარაგებაზე წვდომა.

„ეს არის იმ სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრის დავალებით ყველა უწყებამ შევიმუშავეთ. 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ყველა ქალაქში გვექნება 24 საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის 3000-ზე მეტ სოფელს,“ – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე გაიხსენა 2019 წლის ზამთარი, როდესაც ბაკურიანში შეიქმნა წყალმომარაგების პრობლემა და აღნიშნა, რომ  მდგომარეობის გამოსასწორებლად ბაკურიანში მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და ამჟამადაც გრძელდება.

„2023 წელს ბაკურიანი მსოფლიო ჩეპიონატს უმასპინძლებს, რომელიც ბაკურიანის, ბორჯომის და ზოგადად აქაურობის საერთაშორისო ასპარეზზე გასვლისთვის კიდევ ერთი ახალი მუხტი იქნება, რომლის ფარგლებშიც, ბაკურიანი, როგორც ცნობილი ზამთრის კურორტი უკვე საინტერესო გახდება სპორტის ამ სახეობების მოყვარულებისთვის. ასეთი აქტივობები სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ცნობადობის ამაღლების ფონზე მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, მეტი შემოსავალი და მეტი ახალი შესაძლებლობები გავაჩინოთ“-განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.  

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved