• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, შაბათი, 11 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ოქრუაშვილმა “რუსთავი 2-ის” საქმეზე დავა შეწყვიტა

ალია ავტორი - ალია
17:54 02-09-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
178

“რუსთავი 2-ის” საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილმა დავა შეწყვიტა – ეს მას შემდეგ რაც მოსამართლემ მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ბოლოს ადვოკატები ხელახალი ექსპერტიზების დანიშვნას მოითხოვდნენ, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ გაითვალისწინა. ამის პასუხად დღეს უკვე ადვოკატებმა დავის შეწყვეტის შესახებ განაცხადეს.

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, ქიბარ ხალვაშის ინტერესების დამცველის პაატა სალიას თქმით, თუ ირაკლი ოქრუაშვილი დავას ევროპაში განაგრძობს დაცვის მხარე შესაბამის პასუხს ყველა სასამართლოს წინაშე გასცემს. 

“ითხოვდნენ, რომ კომპლექსურად 4-ვე ექსპერტს ერთად ჩაეტარებინათ ახალი ექსპერტიზა, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა. შესაბამისად უარი უთხრა სასამართლომ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მას შემდეგ რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა მიიღეს გადაწყვეტილება, როგორც განაცხადა ადვოკატმა, ოქრუაშვილისგან წინასწარ ჰქონდა თანხმობა. თვლიან, რომ ასეთ შემთხვევაში შედეგს ვერ აღწევენ საქართველოს სასამართლოში და ამიტომ გაიხმეს სარჩელი. თუ დააპირებენ დავას ევროპაში შევიტყობთ და გავცემთ შესაბამის პასუხს,”- აცხადებს პაატა სალია. 

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ტელეკომპანია მისი საკუთრებაა. მტკიცებულებად მოჰყავდა 2010 წლით დათარიღებული დოკუმენტი, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, ბერლინში გაფორმდა და რომლის მიხედვით, ის ტელეკომპანიაზე საკუთრების უფლების მქონე ნომინირებული პირი იყო – ქიბარ ხალვაში და მისი ინტერესების დამცველები აცხადებდნენ, რომ დოკუმენტი ყალბია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved