• რეკლამა
  • კონტაქტი
02:54, პარასკევი, 13 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე – თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერები დამონტაჟდება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელი და „ოცნების“ მხრიდან გაყალბების მცდელობა

ალია ავტორი - ალია
17:17 10-01-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,872
წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს, რომლებიც თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება და შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კუპრაძის თქმითვე, გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ „რიგი შეცდომები დაუშვა“ და ამიტომ, ამ „შეცდომების გამოსწორება და საარჩევნო უბნების კონტროლი მნიშვნელოვანია“.
„ჩვენ, ოპოზიციამ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დავუშვით რიგი შეცდომები. ამ შეცდომების გამოსწორება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ვამხილოთ თავის დანაშაულებრივ პოლიტიკაში და ნაბიჯებში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საარჩევნო უბნებზე ხორციელდებოდეს მაქსიმალური კონტროლი, მონიტორინგი და დავიჭიროთ „ქართული ოცნება“ იმ დანაშაულებზე, რომელსაც ის საარჩევნო უბნებზე ჩადის.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც გაყალბდა, ჩვენმა კოალიციამ დავთმეთ თითოეული მანდატი და პარტიული სიები ჩავხსენით. მას შემდეგ, ყოველდღიურად ვმუშაობთ საარჩევნო პროცესის უკეთეს დაკვირვებაზე და იმაზე, რომ თითოეული თქვენგანის ხმა დაცული იყოს. თბილისი, გაყალბების პირობებშიც კი თბილისელებმა მოვიგეთ და რეალურად, „ქართული ოცნება დავამარცხეთ. თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ 98 ათასით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე პროდასავლურმა ოპოზიციამ. ეს არის ნიშანი და გზავნილი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ დედაქალაქში მარცხდება.
ჩვენ დღეს, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, წარმოგიდგენთ მაღალტექნოლოგიური, მაღალი გარჩევადობის მქონე ვიდეოკამერებს, რომლებიც თბილისის ყველა საარჩევნო უბანზე დამონტაჟდება. რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ვამხილოთ და აღვკვეთოთ ე.წ. კარუსელები და გაყალბების მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამ ვიდეოკამერები, შესაძლებლობა გვექნება, სრულად დავაკვირდეთ საარჩევნო პროცესს, ჩავიწეროთ ის და აღმოვაჩინოთ ყველა ის მძიმე დანაშაულებრივი დარღვევა, რისი მცდელობაც ყოველთვის ექნება „ქართულ ოცნებას“.
თითოეულმა პირმა, რომელსაც დღეს „ქართული ოცნების“ ძალადობრივი რეჟიმის მხრიდან აქვს დავალება, რომ მონაწილეობა მიიღონ არჩევნების გაყალბებაში, უნდა იცოდნენ, რომ აუცილებლად იქნებიან იდენტიფიცირებულები. მათ დამოუკიდებელი სასამართლოსა და პროკურატურის წინაშე სისხლის სამართლის პასუხისგება მოუწევთ იმ მთავარი დანაშაულისთვის, რაც საქართველოსა და თბილისის მოქალაქეებისთვის მომავლის წართმევა და არჩევნების გაყალბებაა. ჩვენი ბრძოლა არ გაჩერდება. დანარჩენი მხოლოდ და მხოლოდ თბილისელებზე და საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ყველა შანსი უნდა გამოიყენონ რუსული რეჟიმისა და ივანიშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
(R)
თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია
ახალი ამბები

თავბრუსხვევა – რა დაავადებები იწვევს მას და როგორ ხდება დიაგნოსტირება? – ინგა გოგია

16:57 03-12-2026
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით!

13:50 03-12-2026
თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved