• რეკლამა
  • კონტაქტი
10:30, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კუპრაძე – ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს

ალია ავტორი - ალია
13:13 09-15-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
378

,,ძლიერი საქართველო ლელოსა” და ,,გახარია საქართველსთვის” მერობის ერთიანი კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე ბრიფინგზე აცხადებს:

„თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე და თბილისში, 200 ათას მოსწავლეზე. დღეს, ყველა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხია. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე. ამაზე პასუხი კი, სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი.

ბოლო წლების განმავლობაში გამოქვეყნებული PISA-ს კვლევის მიხედვით ცხადია, რომ 81 ქვეყანაში ჩატარებული კვლევებიდან, ქართველი მოსწავლეები იკავებენ ბოლო ადგილებს. კერძოდ, წაკითხულის გააზრებაში 66-ე ადგილს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მე-60 ადგილს, მათემატიკაში 66-ე ადგილს და ა.შ. ეს არის იმ მძიმე მდგომარეობის გამოვლინება, რაც არის ბავშვთა შიმშილობა სკოლებში. ჩვენ, ოპოზიციურმა კოალიციურმა პარტიებმა შევძელით ბავშვთა შიმშილობის გადაწყვეტა წალენჯიხაში მსგავსი პროექტით, სადაც სკოლებში უფასო კვების დანერგვა დავიწყეთ. ამით ვაგვარებთ ბავშვთა შიმშილობის პრობლემას სასწავლო დაწესებულებებში. დღეს, თბილისს სჭირდება სწორედ ასეთი მიდგომა. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ. სრულად შესაძლებელია თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ. თბილისში მცხოვრები 200 ათასი მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას.
ჩვენ, მოქალაქეებს, თბილისის მოსახლეობას უნდა გვესმოდეს, რომ პრიორიტეტების სწორი გადანაწილება აუცილებელია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, შვილებში, რომელთა განვითარებაც შეუქცევადად უნდა იყოს მიმართული კეთილდღეობისკენ. მათი ჯანმრთელობა, განვითარება პრიორიტეტი უნდა იყოს. ჩვენი მთავარი დაპირებაა, რომ თბილისში 200 ათასი მოსწავლისთვის გამოვყოფთ 100 მილიონ ლარს, რათა სკოლებში უფასო კვება არსებობდეს“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ
(R)
თეგები: ირაკლი კუპრაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved