• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, კვირა, 1 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძის დედამ „TV პირველს“ ცილისწამებისთვის დაწყებული სასამართლო დავა მოუგო

ალია ავტორი - ალია
12:59 09-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
238

პროფესორმა თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში დავა მოუგო.

ზაალიშვილის მტკიცებით, რომელიც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის დირექტორის ყოფილი მოადგილეა, ცილისმწამებლურია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის ყალბ დიპლომებს საკუთარი ხელმოწერით ადასტურებდა.

მოსარჩელის თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელება მისი და თავისი შვილის – ირაკლი კობახიძის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენება იყო.

ზაალიშვილი ტელეკომპანიისგან კომპენსაციის სახით, სიმბოლურად, 5 555 ლარს, პროდიუსერისა და ჟურნალისტისგან (ნოდარ მელაძისგან და მაკა ჩიხლაძისგან) კი 5-5 ლარს ითხოვდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას დაევალა, გამოაქვეყნოს და გააშუქოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ ამ ამბის ცილისმწამებლური ნაწილი დადგინდა.

თამარ ზაალიშვილი, ასევე, უჩიოდა მარინე მიქაუტაძეს, რომელიც თეატრალური უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელია და სიუჟეტში რესპონდენტი იყო. ის დიპლომების გაყალბების შესახებ საუბრობდა. სასამართლომ მასაც 5 555 ლარის გადახდა დააკისრა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დედამ თამარ ზაალიშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ სასამართლოში უჩივლა. კობახიძის დედა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას და კომპენსაციას ითხოვდა.

თამარ ზაალიშვილი იმ სიუჟეტის შინაარსის შესახებ დავობდა, რომელიც ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული წლის ივლისში გავიდა.

სიუჟეტის ავტორი, ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ჰყვებოდა, რომ სავარაუდოდ, თეატრალური უნივერსიტეტი ყალბ დიპლომებს გასცემდა.

„დოკუმენტებში ქექვამ და უნივერსიტეტიდან გაცემული დიპლომების შესწავლამ გააჩინა გონივრული ეჭვი, რომ თეატრალური უნივერსიტეტის ბეჭედდასმული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტები სინამდვილეში ფარატინა ქაღალდებია… ყველას სტუდენტს ერთი რამ, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი აერთიანებთ, უფრო სწორად, ეგონათ, რომ აერთიანებდათ, ვიდრე არ გაირკვა, რომ უმაღლეს სასწავლებელში 4 წელი ტყუილად იარეს“, – ამბობდა მაკა ჩიხლაძე სიუჟეტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved