თსუ-ის მეორე კორპუსში, სადაც “ქართული ოცნების” თავმჯდომარე კობახიძე კონსტიტუციის შესახებ ლექციას კითხულობდა, რამდენიმე სტუდენტმა პროტესტის ნიშნად, ლექციის დასრულების შემდეგ მას რუსული რუბლები კიბეზე ჩასვლისას გადაუყარა.
შეგახსენებთ, მსგავსი პროტესტი სტუდენტებმა კობახიძეს ლექციაზე მაშინაც გამოუცხადეს, როდესაც მან რუსულ კანონს დაუჭირა მხარი. მაშინ მას იმ აუდიტორიის კარზე, სადაც ლექციას ატარებდა, საპროტესტო წარწერები დაახვედრეს.














კომენტარები