,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი ,,ტვ პირველთან” ინტერვიუში აცხადებს:
,,ირაკლი კობახიძის მაბეზღარობამ, ცილისაწამებებმა, იმ მძიმე ატმოსფერომ, რასაც ბიძინა ივანიშვილთან ქმნიდა, განაპირობა ის, რომ სამიზნე გახდა ირაკლი ღარიბაშვილი. ღარიბაშვილს რაც აქვს გაკეთებული და ჩანს, გასაგებია, მაგრამ ის ჩააწვეთა, ყველაზე მთავარი რამე, რომ მან დასავლეთთან ამერიკელებთან უღალატა თითქოს, ივანიშვილს. მაქვს ინფორმაცია, რადგან ამაზე ვსაუბრობ. აი, ეს იყო, გიღალატეს, თქვენი კომერციული, ფინანსური, პოლიტიკური საიდუმლოებები მიაწოდა ვითომ ღარიბაშვილმა ამერიკელებს. ამ ჩაწვეთებამ და დამუხტვამ ქნა ის, რომ ხდება ის, რაც დღეს ხდება ღარიბაშვილის თავს. ასეთი პერსონა როდესაც მართავს სახელმწიფოს, მაგალითებით კარგად ეტყობა, როგორც იმართება ის”














კომენტარები