• რეკლამა
  • კონტაქტი
21:03, კვირა, 28 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, პირდაპირ თბილისში ჩაგვიყენებდნენ რუსულ ტანკებს

ალია ავტორი - ალია
12:39 07-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

2020 წელს რომ მოეგო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არჩევნები ან 2021 წელს რომ მოეხერხებინათ რიგგარეშე არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა და შეეცვალათ ხელისუფლება, დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, საქართველო ჩართული იქნებოდა ომში. მან დაადასტურა ის, რასაც ამდენი ხანი ვამტკიცებდით. მაგალითად, 2020 წელს რომ მოეგო „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ არჩევნები, ან 2021 წელს რომ მოეხერხებინათ რიგგარეშე არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა და შეეცვალათ ხელისუფლება, დღეს საქართველოში გარანტირებულად იდგებოდა რუსული ტანკები. როგორც 2008 წელს შემოგვიყვანეს საქართველოში რუსული ტანკები, დღეს კიდევ უფრო მძიმე ფორმით, პირდაპირ თბილისში ჩაგვიყენებდნენ რუსულ ტანკებს. ეს იქნებოდა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შედეგი. ეს არ დავუშვით და ხალხმა არ დაუშვა, რომელმაც რამდენჯერმე უთხრა უარი „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. საბოლოო ჯამში, მთავარი დამსახურება მაინც ხალხს აქვს, რომელმაც არ დაუშვა მათი დაბრუნება ხელისუფლებაში. ქვეყანაში რომ მშვიდობა გვაქვს, ეს არის, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების გამოცდილების დამსახურება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved