• რეკლამა
  • კონტაქტი
05:38, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყარონ

ალია ავტორი - ალია
12:39 11-20-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ მმართველმა გუნდმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მე-10 მოწვევის პარლამენტში არჩეული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი არ უყაროს.

როგორც კობახიძე აცხადებს, „პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა პარლამენტის წევრს პარლამენტს“. მისივე მტკიცებით, „ პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს პარლამენტიდან მათ გასვლას“.

ამ კონტექსტში კობახიძე განმარტავს, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს შანტაჟს, ხოლო კონსტიტუცია შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმებს ითვალისწინებს. კობახიძე ირწმუნება, რომ პარლამენტისა და მისი უმრავლესობის გადასაწყვეტია, დატოვებს თუ არა ერთპარტიულ პარლამენტს.

კითხვაზე, არის თუ არ მზად “ქართული ოცნება“ ოთხი წელი მარტო დარჩეს პარლამენტში, კობახიძემ განაცხადა, რომ “ეს არც ერთ შემთხვევაში არ მოხდება“.

“ეს შანტაჟის ერთგვარი ფორმაა. ნებისმიერ ქვეყანაში ოპოზიციამ შეიძლება არჩევნები წააგოს და თქვას, რომ არ შევდივარ, მოითხოვოს რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმს კონსტიტუციაც შეიცავს. კონსტიტუცია ჭკვიანი ხალხის მიერ არის დაწერილი. ამაში იგულისხმება, რომ პარლამენტის და მისი უმრავლესობის ხელშია ერთპარტიულს დატოვებს თუ არა პარლამენტს. შესაბამისად, შეიძლება მარტივად პარლამენტმა გააკეთოს ის, რომ მოლაპარაკების სივრცე გახსნას შემდგომი 4 წლითაც კი. ეს არის კონსტიტუციაში ჩადებული მექანიზმი შანტაჟის წინააღმდეგ. პროცედურები ისეა გაწერილი, რომ პარლამენტის ნების გარეშე ამ შანტაჟს ვერავინ ვერ განახორციელებს. თავდაპირველად ხდება 150 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობა. ანუ ყველა შემთხვევაში, რა პოზიციაც არ უნდა ქონდეთ შესაბამის დეპუტატებს, 150-ვე დეპუტატი ითვლება დეპუტატად, მას შემდეგ რაც პირველ სხდომაზე 76 დეპუტატი, ანუ უმრავლესობა დაადასტურებს მათ უფლებამოსილებას. ამის შემდეგ, თითოეულ მათგანს შეუძლია, რა თქმა უნდა, დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე, მაგრამ პარლამენტის გადასაწყვეტია, დაატოვებინებს თუ არა მათ პარლამენტს. ეს არის შანტაჟის საწინააღმდეგო მექანიზმი. პარლამენტს შეუძლია კენჭი არ უყაროს მათ გასვლას პარლამენტიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერთან“.

მისივე თქმით, “ამის შედეგი ბოიკოტი იქნება, მაგრამ ოთხი წელი ბოიკოტის რეჟიმში ვერავინ ვერ გაძლებს“.

კობახიძემ აღნიშნა ისიც, რომ ეს არის თეორიული მსჯელობა, ხოლო მათი გათვლაა, რომ პარტიები პარლამენტში მაინც შევლენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved