პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.
შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ 10 ნოემბერს გამოსცა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ირაკლი ხმალაძე საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 10 ნოემბრიდან“,- აღნიშნულია დოკუმენტში.














კომენტარები