პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე სანზონის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული საკითხები გააცნო და მათი საჭიროებების შესახებ მოისმინა.
ირაკლი ხელაძემ ნაძალადევის რაიონის გამგებლობის პერიოდში განხორციელებული პროექტების შესახებაც ისაუბრა.
„წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სანზონაში გავმართეთ მოსახლეობასთან შეხვედრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა მისამართზე მივიდეთ, სადაც ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები და ვიმსჯელოთ გამოსწორების გზებზე. რაც ყველაზე თვალშისაცემია, მოქალაქეების მხრიდან არის კეთილგანწყობა, არის პოზიტიური განწყობა და მე დარწმუნებული ვარ, არჩევნებში პირველივე ტურში დამაჯერებლად გავიმარჯვებ“, – განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
კომენტარები