• რეკლამა
  • კონტაქტი
16:21, კვირა, 11 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მინისტრებს ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია სთხოვა

ალია ავტორი - ალია
12:03 03-04-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით კითხვები არსებობს, რომლებსაც დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი.

„მინდა, გამოვეხმაურო “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით წუხილს, რომელიც საზოგადოებაში გაჩნდა. ბუნებივია, კითხვები არსებობს და მათ შესაბამისი დასაბუთებული, კვალიფიციური პასუხი უნდა გაეცეს. აუცილებელია, მოსახლეობაში არსებულ კითხვებს უშუალოდ მინისტრების მხრიდანაც გაეცეს პასუხი. ამიტომ, მინდა ვთხოვო ქალბატონ თურნავას და ბატონ დავითაშვილს, რომ პირადად ჩავიდნენ ადგილზე, მაგალითად ხვალ და დაიწყონ აქტიური, უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, აუხსნან, რასთან დაკავშირებით აქვთ წუხილი. ასევე მინდა ვთხოვო ჩვენს მინისტრებს, რომ პარლამენტშიც გამართონ შესაბამისი საკომიტეტო მოსმენები საკითხის ირგვლივ დაინტერესებული პორების მონაწილეობით და ყველა ცხარე კითხვას გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მან ენერგოდამოუკიდებლობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, ეს ქვეყნისთვის პრიორიტეტია.

„ამ გამოწვევას ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ. ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია, პროგნოზები, რომლებიც არსებობს ენერგეტიკის მიმართულებით, არის შემდეგი, რომ ყოველ წელს, მინიმუმ, საშუალოდ 100 მეგავატი სიმძლავრის ჰესი უნდა შენდებოდეს ქვეყანაში, რაც ამ ეტაპზე არ ხდება, მაგრამ აქ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ოქროს შუალედი და სწორედ ამ ოქროს შუალედის მოსაძებნად არის აუცილებელი უშუალო კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რომ პასუხგაუცემელი კითხვები არ დარჩეს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved