• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, პარასკევი, 16 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – წელს, უკვე ექსპორტირებულია დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში

ალია ავტორი - ალია
12:35 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას.  ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ გურჯაანის მერობის კანდიდატის, ზურაბ უტიაშვილის წარდგენაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა სოფელ ჩუმლაყში 2012 წლამდე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე.

„მოგესალმებით გურჯაანელებო, ძვირფასო მეგობრებო, განსაკუთრებით მივესალმები ამ ლამაზ ქალაქს და ამ ქალაქის მოსახლეობას, დიდი პატივისცემით და სიყვარულით.

ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ საარჩევნო კამპანიას.  ახლახანს ვიმყოფებოდი სოფელ ჩუმლაყში. მე მინდა საუბარი დავიწყო სწორედ ამით და მართლაც აღფრთოვანებული ვარ იქ ნანახით. ახლა მინდა, ჩვენს მოსახლეობას მოვუყვე, თუ რამხელა შედეგი დაიდო ჩვენი ერთობლივი შრომით, მთავრობის და ხალხის ერთობლივი ძალისხმევით. 2012 წლამდე, გურჯაანის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო, ერთ კონკრეტული სოფელზე, ჩუმლაყზე რომ ვისაუბროთ, მოსახლეობას, გლეხებს, ფერმერებს, მშრომელ ხალხს მოჰყავდათ ატამი, მაგრამ შემდეგ, ამის რეალიზაცია, რა თქმა უნდა, უჭირდათ, იმიტომ, რომ არ იყო შექმნილი სამაცივრე მეურნეობები. შესაბამისად, ფასიც იყო ძალიან დაბალი, მაშინ ღირდა 30-40-50 თეთრი, კილოგრამი ატამი და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო. მოსახლეობას არ ჰქონდა მოტივაცია, რომ აღნიშნული საქმიანობა გაეგრძელებინა.

ჩვენი მთავრობის დროს და ეს პოლიტიკა, ინიციატივები დაიწყო პარტიის დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი პოლიტიკის შედეგი არის ის, რომ სოფლის მეურნეობაში, ბოლო 8 წელიწადში, 2 მილიარდზე მეტი არის ინვესტირებული. შედეგად, სოფელ ჩუმლაყში შექმნილი არის 40 სამაცივრე მეურნეობა. წელს, უკვე ექსპორტირებული არის, დაახლოებით 24 000 ტონა ატამი და ამის შედეგად, დაახლოებით 80 მლნ. ლარი შევიდა ჩვენი მოსახლეობის ოჯახებში და შემოსავლის სახით, ამხელა შემოსავალი მიიღო მოსახლეობამ. ეს ერთი კონკრეტული ფაქტი მოვიყვანე იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩვენი ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია კონკრეტული შედეგის მიღწევა“, –  აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საქართველოს საუკეთესო სავალუტო ბანკად დაასახელა

15:05 10-15-2026
ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები აპლიკაციით Mysilknet!

11:23 10-15-2026
რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved