• რეკლამა
  • კონტაქტი
16:58, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა და გამბედაობა ეყოფა, ჩვენი გუნდი დიალოგს მიესალმება

ალია ავტორი - ალია
12:18 02-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

თუ ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილს ძალა, გამბედაობა, გონიერება და სახელმწიფოებრივი აზროვნება ეყოფა, ჩვენი გუნდი დიალოგს მიესალმება. რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, რომელიც სახელმწიფოს დისკრედიტაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტების ნგრევას ცდილობენ, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

მისივე განცხადებით, ოპოზიციის რადიკალური ნაწილის მიერ საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი აბსოლუტურად მიუღებელია და ეს სახელმწიფოს ინტერესებს აზიანებს.

„ის ფაქტი, რომ ჩვენი ოპოზიციადწოდებული დესტრუქციული ძალა საქართველოს პარლამენტში არ შემოდის, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე – ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები, შესაძლოა, ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება, სამუშაო რეჟიმში დისკუსია ყველას დაგვეხმარება მათ დახვეწაში. პარლამენტის ტრიბუნიდან ხალხის სათქმელი უნდა ისმოდეს. ჩვენი ხალხის დაკვეთაა მათი რეალური, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. ჩვენ ახლა გვჭირდება ჩვენი ხალხის ინტერესების ირგვლივ გაერთიანება. ის, რაც ხდება ჩვენი დესტრუქციური ოპონენტების მხრიდან, ვგულისხმობ საინფორმაციო დესტრუციულ კამპანიას – თავიანთი პარტიული ტელევიზიების პროპაგანდით, ძალიან მალე, ამ შესაძლებლობასაც გამოვართმევთ ხელიდან. ჩვენ ყველა ამ სიცრუეს სიმართლეს დავუპირისპირებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved