• რეკლამა
  • კონტაქტი
16:08, ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – თუ ჩვენ არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას, ექიმებს და არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის

ალია ავტორი - ალია
12:28 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

თუ ჩვენ, მოქალაქეები არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს და არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აუცრელი ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში მისი ჯანმრთელობის გაუარესების ძალიან მაღალი რისკია.

„უკვე ჰოსპიტალში მოხვედრილი, ანუ დამძიმებული პაციენტის რისკები ასევე იზრდება. 99,99% აცრილებისა არ ხვდებიან კლინიკებში, არ ხდება გარდაცვალება, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, აცრა იცავს სიკვდილისგან. მე აცრილი ვარ, კოვიდიც გადავიტანე და ჩემი ოჯახის ყველა წევრი აცრილია. ამით მინდა, რომ ერთგვარი ელემენტარული მაგალითი მივცე ყველას, ჩემს გარშემო მყოფს. ჩავრთე ჩემი ინიციატივით მთელი მთავრობა, სამინისტროები, დავავალე ყველას, რომ დავიწყოთ ორგანიზებულად აცრები. ისევე როგორც რეგიონებში გუბერნატორები, მერები, საკრებულოს წევრები, ახლა გამოვედით ხალი ინიციატივით, რომ ცესკოს ყველა თანამშრომელი იქნას აცრილი, ისევე როგორც ყველა მერობის კანდიდატი, იმისთვის, რომ ჩავატაროთ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი“, – განაცხადა  პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ქვეყანა იმყოფება აქტიურ საარჩევნო კამანიაში და საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა.

„მესმის, რომ კრიზისია, მაგრამ ამას ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავუმკლავდეთ მშვიდად და ყოველგვარი პანიკის და ისტერიის გარეშე. თუმცა ვუყურებ რა ამ ოპოზიციურ არხებს, თავი მოგეჩვენებათ მსოფლიოს ბოლო დღეებში. აპოკალიფსია პირდაპირ. მთელ მსოფლოში ეს ხდება. მანამდე მომადგნენ, ყოველ დღე აქციებს მიტარებდნენ კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. ობიექტურად მაშინ ხალხი იყო შეწუხებული. ეს გავაკეთეთ. შემდეგ გავითვალისწინე მოსახლეობის ჩივილი და სტაბილური სიტუაციისას, როდესაც ვაქცინების შემოტანა დავიწყეთ, გავაუქმეთ პირბადის ტარების რეგულაციაც. დროებით, მაგრამ ვაკვირდებოდით სიტუაციას. ახლა ჩვენ შემოვიღეთ ასეთი რეგულაცია – 5 ადამიანზე მეტი თუ იკრიბება და მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ვიმყოფებით აქტიურ საარჩევნო კამანიაში, საჭიროა ელემენტარული წესების დაცვა – პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და აცრა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved