• რეკლამა
  • კონტაქტი
13:17, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს

ალია ავტორი - ალია
11:59 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

გურულებს გამოარჩევს სიბრძნე და მახვილგონიერება. ვინ, თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, განასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან. მე ვიცი, რომ ლანჩხუთი და გურია მხარს დაუჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას, – ამის შესახებ საქართვლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლანჩხუთის მერობის კანდიდატის ალექსანდრე სარიშვილის  წარდგენის ღონისძიებაზე განაცადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას გეგმავს. ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში კი 32 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება.

„მე უნდა ვისაუბრო ჩვენს გრძელვადიან გეგმებზე და მომავალზე. სოფლის მეურნეობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ 2 მილიარდამდე ინვესტიცია ჩავდეთ ბიზნესთან ერთად, შედეგად, ძლიან ბევრი საწარმო დაფინანსდა საქართველოში, ყველა რეგიონის მიმართულებით. მე ვიცი, რომ გურიაში ძალიან ბევრი პრობლემაა ჯერ კიდევ. ლანჩხუთზე რომ ვილაპარაკოთ, ვიცი, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მოსახლეობისთვის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირეა. სწორედ ამაზე უნდა გავაკეთოთ მთავარი აქცენტი. სოფლის მეურნეობაში მთავრობა 7 მილიარდის ინვესტიციას გეგმავს.  თითოეული რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვავს გეგმები და სწორად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ და რომელი კულტურების გაშენება უნდა წავახალისოთ. ლანჩხუთში ვიცი, რომ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან პოპულარულია ლურჯი მოცვის წარმოება და მოყვანა. მთავრობა ამ მიზნით საკმაოდ საინტერესო პროგრამას სთავაზობს მოსახლეობას. შედეგად, 300 ჰექტარზე მეტ ლურჯი მოცვის პლანტაციების გაშენებას შევუწყეთ ხელი. აქტიურად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების აღდგენა, მაგრამ ეს ყვლაფერი უნდა დაჩქარდეს და მასშტაბები უნდა გაიზარდოს ყველა მიმართულებით.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩვენ ვგეგმავთ დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას, აქედან 1 მილიარდი იქნება მთავრობის შენატანი და 1300-ზე მეტი ადგილობრივი წარმოების დაფინანსებას გეგმავს მთავრობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, გზებს და ზოგადად, ჩვენი რეგიონების კეთილმოწყობას, ძალიან ბევრი გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, იქნება ეს გზების მშენებლობა, წყალგაყვანილობა, გაზიფიცირება თუ სხვა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ 32 მილიარდი ლარის დახარჯვას ვგეგმავთ ყველა რეგიონის თანაბრად, ძლიერად განვითარებაში. შედეგად, წლების განმავლობაში მთლიანად შევცვლით მთელი ქვეყნის სურათს და ასე ვთქვათ, ლანდშაფტს.

ჩვენ გვჭირდება განვითარების გრძელვადიანი ხედვა, მაგრამ ეს უნდა იყოს ძალიან კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული,  თითოეული ნაბიჯი და გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთდ უნდა მივიღოთ, თქვენთან კონსულტაციით და თვენი უშუალო ჩართულობით.

ჩვენ, თითოეულმა სამინისტრომ შევიმუშავეთ გრძელვადიანი ხედვა, ვიცით, რომელ წელს რას ვაკეთებთ და რა ნაბიჯებს ვდგამთ, იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, დავამარცხოთ სიღარიბე. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს ერთ დღეში შეუძლებელია, მაგრამ ყოველი დღე უნდა გვაახლოებდეს ჩვენ საერთო დიდ მიზანს, რომ ფეხზე დავაყენოთ სოფელი, რეგიონი და ჩვენს მოსახლეობას მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი.

რაც შეეხება არჩევნებს, მე ვიცი, რომ ლანჩხუთი გააკეთებს სწორ არჩევანს, გურულებს გამოარჩევს სიბრძნე და მახვილგონიერება. ვინ, თუ არა თქვენ, ძალიან კარგად იცით, განასხვავოთ სიკეთე ბოროტებისგან. მე ვიცი, რომ ლანჩხუთი და გურია მხარს დაუჭერს მშვიდობას, სტაბილურობას და განვითარებას.

რაც შეეხება ჩვენს კანდიდატს, ბატონი ალექსანდრე სარიშვილი წარმატებით და გულით ემსახურება მშობლიურ ლანჩხუთს და ლანჩხუთელებს. ყველა მერი უნდა იყოს ხალხის სამსახურში, უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ჩვენ ვართ ხალხის მსახურნი, შესაბამისად, ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვაჩვენოთ თავდადების მაგალითი. მხოლოდ ასე, სიყვარულით, ერთგულებით იქნება შესაძლებელი ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved