• რეკლამა
  • კონტაქტი
09:35, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ და „ენჯეოებმა”?

ალია ავტორი - ალია
16:37 04-13-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,261

რაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, ოპოზიცია ხმას ვერ იღებდა ვერაფერზე, რატომ მოიწყინა ოპოზიციამ, „ენჯეოებმა”? ასეთი სალაპარაკო მივეცით, საჩუქარი გავუკეთეთ, გამოიყენონ საშუალება და საკუთარი აზრი, არგუმენტები წარმოადგინონ, დაიცვან საკუთარი სიმართლე, თუ აქვთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მთავარი კითხვაა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, თუ ნებისმიერი ორგანიზაცია ვალდებულია, დეკლარაცია შეავსოს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა.

„ძალიან ბევრი განმარტება კეთდება საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან და რა თქმა უნდა, კანონის შინაარსში, დეტალებში არ შევალ, საზოგადოებამ კარგად იცის.

ჩემთვის გაუგებარია, თუ ნებისმიერი პირი, ორგანიზაცია, არის ვალდებული, რომ დეკლარაცია შეავსოს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა, რატომ უნდა იყოს ტაბუდადებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა? ეს არის მთავარი კითხვა, რაზე პასუხიც არ მომისმენია. მხარს ვუჭერ „ენჯეოების” საქმიანობის გამჭვირვალობას. არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ამა თუ იმ „ენჯეოს” თუ პირის საქმიანობასთან დაკავშირებით. ხელისუფლება ცდილობს, მაგალითი მისცეს და სრულად გამჭვირვალე იყოს მისი საქმიანობა.

მინდა ე.წ. ოპონენტებს ვუთხრა – საუბრობენ, რომ „ოცნების” ეს ნაბიჯი ანტიევროპულია, თუ ვინმემ რაიმე ხელშესახები პროგრესი მოუტანა ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ეს „ქართული ოცნებაა” და მეც, მოკრძალებული წვლილი მაქვს ამ პროცესში შეტანილი, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, მანამდე იყო ვიზალიბერალიზაციისაა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ყველა ეს ხელშესახები პროგრესი მოიტანა „ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილმა. ამაყი ვარ, რომ ამ პროცესში კონკრეტული წვლილი მაქვს შეტანილი. მომხრე ვარ ევროინტეგრაციის! თუ ვინმემ რამე პროგრესს მიაღწია, ჩვენ ვართ! თუ კითხვა არსებობს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვინმეს რამე თუ არ მოსწონს, არსებობს პარლამენტი, სადაც განხილვები გაიმართება. კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა, ყვირილის და ემოციების გარეშე, მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ საკუთარი ხედვა, არგუმენტები”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. შავ ფულს, რაზეც მმართველი გუნდი საუბრობს, ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლება ვალდებულია, ყველა საეჭვო ფაქტი, მათ შორის, ფულის ტრანზაქციები გააკონტროლოს.

„ხელისუფლება ვალდებულია, სწორი გაგებით, გააკონტროლოს, ყველა ასეთი საეჭვო [ფაქტი], იქნება ეს ფულის ტრანზაქცია თუ ასე შემდეგ. სახელმწიფო მაქსიმალურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან იმ საკითხებზე, რაც „შავი ფულის” მოძრაობას ეხება. თუ რაიმე კითხვა ან არგუმენტი აქვს ვინმეს, პარლამენტი არსებობს და იქ გააგრძელონ დებატები”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved