• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები, როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და დავეხმაროთ ჩვენს ხალხს

ალია ავტორი - ალია
16:01 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
19

ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს ერთგულებას, სწორედ თქვენი ერთგულებით, გვერდში დგომით, ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ და გავიმარჯვებთ 2 ოქტომბერს, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს დღეს ალტერნატივა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველმა გუნდმა საქმით დაამტკიცა, რომ არის ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც რეალურად ფიქრობს და ზრუნავს მოქალაქეების გაჭირვებაზე, პრობლემებზე და ქვეყნის გაძლიერებაზე.

„ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი პროექტი განვახორციელეთ, მაგრამ ვიდრე ამის თაობაზე მოგახსენებთ, მინდა გითხრათ, რა არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი.  მე ამას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი ნაწილია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უზრუნველყო გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში. ჩვენ დავასრულეთ ტრადიციული სამოქალაქო დაპირისპირების და სამოქალაქო ომების ეპოქა და უზრუნველვყავით გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც განაპირობა განვითარება ყველა მიმართულებით. პროგრესი სახეზეა, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, კულტურა, განათლება, ყველა სფეროში მოვიტანეთ რეალური პროგრესი და ხელშესახები განვითარება. მაგრამ ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მთავარი გამოწვევა უმუშევრობა და სიღარიბეა, რაც უნდა გადავჭრათ, გაათმაგებული ტემპებით მუშაობით და კიდევ უფრო მასშტაბური იდეების და რეფორმების განხორციელებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო წლებში, სამცხე-ჯავახეთის ულამაზეს რეგიონში მილიარდი ლარის 6 ათასზე მეტი პროექტი განხორციელდა.

„თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში განახლდა გზები, აქტიურად მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობის პროექტები, უამრავი სხვა პროექტი, რომელიც მართლაც ხელშესახებია. სერიოზული წინსვლა გვქონდა ისეთი დარგების მიმართულებით, როგორიც არის სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოებისა და ტურიზმის განვითარება. თუნდაც მხოლოდ ბორჯომში, ამ რეგიონში 20-ზე მეტი სასტუმრო დაფინანსდა, ამაში სახელმწიფოს თანამონაწილეობაც იყო. ძალიან ბევრი საწარმოს შექმნა თუ გადაიარაღება განხორციელდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ბევრად უფრო ამბიციური, მასშტაბური გეგმები და ხედვები, თუ როგორ დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ სიღარიბე და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ხალხს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved