• რეკლამა
  • კონტაქტი
08:29, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა, ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს

ალია ავტორი - ალია
13:37 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,   პირობები, რომელიც მმართველმა გუნდმა შექმნა,  ქვეყნის განვითარების საფუძველია.

„მინდა ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით. მადლობა თქვენ, იმ მხარდაჭერისა და ერთგულებისთვის, რომელსაც თქვენ იჩენთ ბოლო წლებია ჩვენი პოლიტიკური გუნდის მიმართ. სწორდ თქვენი მხარდაჭერით ჩვენ ბოლო შვიდ არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად, დამაჯერებლად და ჩვენ ახლა, მერვე არჩევნებშიც ღირსეულად გავიმარჯვებთ.

ძალიან მოკლედ მინდა მოგიყვეთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რაც გაკეთდა ამ მუნიციპალიტეტში, მაგრამ მინდა ასევე გესაუბროთ მომავალ გეგმებზე, რის გაკეთებას ვგეგმავთ. ბოლო წლებში, ჩვენ გვქონდა პროგრესი ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვა, განათლება, სპორტი, კულტურა. ბევრი რამ გაკეთდა ეკონომიკისა და             სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დიდი თანხები იქნა ჩადებული მთავრობის მხრიდან და ამან კონკრეტული შედეგები გამოიღო ყველა რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტში. ბევრი სამუშაო ადგილიც შეიქმნა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. მთავრობა ახლა მუშაობს გრძელვადიანი განვითარების ხედვაზე, შემუშავებული გვაქვს დოკუმენტი, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სექტორს და ყველა სფეროს, ვიცით, როგორ განვავითაროთ რეგიონები. ჩვენ განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში. ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი.

„ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ასევე, მოიტანა ჩვენი მოქალაქეების თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ 2012 წლის პირველ ოქტომბერს. ეს პირობები არის საფუძველი ჩვენი განვითარების. ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ და აქვთ შესაძლებლობა, მაქსიმალურად გამოიყენონ ყველა ის პროგრამა და რესურსი, რომელიც მობილიზებულია მთავრობის მხრიდან, იქნება ეს პროგრამა, როგორიც არის იაფი აგრო კრედიტი, „აწარმოე საქართველოში“, დანერგე მომავალი და ა.შ. ყველა ის პროგრამა, რომელიც მუშაობს ჩვენი რეგიონების გასავითარებლად და ასაღორძინებლად“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved