• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მთავარი მონაპოვარი, რომელიც მოიტანა ჩვენმა დიდმა გუნდმა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის სწორედ თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომში განაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარება

ალია ავტორი - ალია
18:28 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ის მიღწევები, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა ქვეყანაში; მთავარი მონაპოვარი, რაც უკავშირდება 1-ელ ოქტომბერს, იმ გამარჯვებას, რომელიც მოიტანა ჩვენმა დიდმა გუნდმა ჩვენი დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, არის სწორედ თავისუფლება, მშვიდობა და სტაბილურობა, რამაც შემდგომში განაპირობა ჩვენი ქვეყნის განვითარება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატის, ირაკლი ლაზარაშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით მიღწეულია ხელშესახები პროგრესი – იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი საქმის კეთება, გაათმაგებული ენერგიითა და ტემპებით მუშაობა იმისთვის, რომ ჩვენი ძვირფასი ხალხის მთავარი გამოწვევა – უმუშევრობა და სიღარიბე, ერთად იქნას დაძლეული რაც შეიძლება მოკლე ვადებში. გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, გრძელვადიანი განვითარების ხედვა თითოეული სექტორის მიმართულებით. ვგეგმავთ ძალიან მასშტაბური პროექტების დაწყებას. სოფლის მეურნეობა უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულება და ასეც არის, რადგან ჩვენ ძალიან დიდი თანხების ინვესტირება მოვახდინეთ ბოლო წლების განმავლობაში. ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას, 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიცია ჩაიდება ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. 1000-ზე მეტ ახალ საწარმოს დავაფინანსებთ და შეიქმნება მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. ვგეგმავთ, იმგვარად გადავანაწილოთ ეს სიკეთე, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყოს აღნიშნული პროგრამების განხორციელება. თითოეულ მუნიციპალიტეტზე გვაქვს მორგებული პროგრამები, რომლებიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და სიკეთეს და კეთილდღეობას მოუტანს ჩვენს მოსახლეობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამცხე-ჯავახეთის მხარეს, რომელიც ცნობილია ძალიან მნიშვნელოვანი ძეგლებით, უზარმაზარი პოტენციალი აქვს ტურიზმის მიმართულებით.

„ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ თითოეულ მუნიციპალიტეტში შეიქმნას ახალი ტურისტული ლოკაციები, ტურისტული ცენტრები, რათა კიდევ უფრო მეტი დამსვენებელი ჩავიდეს ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა რეგიონში. ჩვენ საკმაოდ ხელშესახები პროგრესი გვქონდა განათლების მიმართულებით. გვესწრება ბატონი მიხეილ ჩხენკელი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ როგორ განავითაროს და კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანოს განათლების სისტემა ქვეყანაში. ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, 170 ახალი სკოლა ავაშენეთ, 250 სკოლის რეაბილიტაცია განვახორციელეთ, ასეულობით ახალი საბავშვო ბაღი აშენდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, მაგრამ გვესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ბატონ მიხეილს აქვს გეგმა, 800 სკოლა იქნას რეაბილიტირებული თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. გვაქვს გეგმა, რომ ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს პროფესიული სასწავლებელი, ჩამოვიყვანთ უცხოელ სპეციალისტებს, რომ ადგილზე მივცეთ თანამედროვე, ევროპული ტიპის პროფესიული განათლება ჩვენს ახალგაზრდებს“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved