• რეკლამა
  • კონტაქტი
16:24, ხუთშაბათი, 13 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა

ალია ავტორი - ალია
16:10 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ 2,5 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი წარმოების მიმართულებით. ჩემი დავალება და ხედვა ასეთია, რომ ჩვენ ეტაპობრივად, რაც შეიძლება მალე უნდა გავხდეთ თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის, ოთარ არბოლიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით ძალიან სერიოზული გეგმებია, იგეგმება 1300 -მდე ახალი საწარმოს დაფინანსება, ყველა რეგიონის მიხედვით იქნება გადანაწილებული პროექტები და გრანტები.

„ასევე, ვგეგმავთ 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ვინაიდან, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სოფლის მეურნეობაში არის მართლაც, მთავარი გასაღები  ჩვენი მოქალაქეების დასაქმების და სიდუხჭირის და სიღარიბის დაძლევის. ინფრასტრუქტურა – 32 მილიარდი ლარის დახარჯვა არის დაგეგმილი, რომ რეგიონები  თანაბრად განვითარდეს, რეალურად ევროპული სტანდარტების მიხედვით. ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება წარმატებული, ძლიერი, თუ არ იქნება თანამედროვე, ევროპული ტიპის განათლების სისტემა.  ჩვენ 170 სკოლა ავაშენეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში. 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ახლა ვგეგმავთ 800 სკოლის რეაბილიტაციას თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვით. თუნდაც ამ რეგიონში, რამდენიმე ათეული ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში. რამდენიმე ათეული ახალი საბავშვო ბაღი დაფინანსდა, აღდგენა მოხდა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა და ჩვენ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved