• რეკლამა
  • კონტაქტი
21:48, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი მამუკა მდინარაძესა და ირაკლი კობახიძეს ამხელს – დაპირებული წერილი

ალია ავტორი - ალია
20:13 09-01-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
741

ირაკლი დარიბაშვილი დაანონსებულ, მეხუთე წერილს აქვეყნებს:

,,ვფიქრობ, საზოგადოება უკვე დარწმუნდა, რომ ჩემს მიერ გამოქვეყნებული წერილი ნამდვილია და მასში დასახელებული ფაქტები სიმართლეს შეესაბამება. მამუკა მდინარაძემ ამ საქმეში იმდენად მძიმე და უხეში შეცდომები დაუშვა, რომ ამან გამოიწვია არამხოლოდ მისი თანამდებობიდან მოხსნა, არამედ პოლიტიკიდან წასვლა. თუმცა, საზოგადოებას მინდა გავაცნო ჩემი პოზიცია: მდინარაძის პოლიტიკიდან გაყვანა ვერ წაშლის მისი და ირაკლი კობახიძის თანამონაწილეობით ქვეყნისთვის, ადამიანებისთვის და ქართული ოცნებისთვის მიყენებულ უმძიმეს და გამოუსწორებელ ზიანს.
ერთხელ კიდევ საზოგადოებისთვის განვმარტავ რას გულისხმობდნენ ჩემთვის გამოგზავნილი წერილის პირველ პუნქტში, სადაც ნახსენებია ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე, ირმა ინაშვილი და მათი აქტიურობის გამო გაჩენილი აღქმები და ეჭვები. ამ საკითხზე ქალბატონმა ირმა ინაშვილმა თავად განმარტა, რომ მე არავითარი შეხება არ მქონია და არც მაქვს მათ პოლიტიკურ თუ ჟურნალისტურ საქმიანობასთან. შესაძლოა, ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიების შესახებ საერთოდ არაფერი მეთქვა, რამდენიმე დღის წინ სრულიად შემთხვევით ერთი შემზარავი ფაქტი რომ არ გამეგო. სწორედ ამის გამო გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეზიარებინა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხელისუფლების მიერ ჩემთვის გამოგზავნილ წერილს და მიმდინარე წლის თებერვალში მომხდარ ფაქტს.
12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.
გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.
ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.
მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…
ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.
პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?
ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved