• რეკლამა
  • კონტაქტი
14:00, ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ

ალია ავტორი - ალია
12:33 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  გასულ წელს ქვეყანა ვირუსს მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს.

 „ახლა რაც შეეხება პანდემიას, მე მინდა რამდენიმე სიტყვით ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა თუ სად ვიყავით, სად ვართ და ჩვენი პროგნოზით სად ვიქნებით მომდევნო თვეების და წლების განმავლობაში. მოგეხსენებათ, რომ პანდემია არის მსოფლიო მოვლენა, ეს ხდება ყველგან, მთელ მსოფლიოში, ეს იყო მოულოდნელი ჭირი, რომ იტყვიან, გამოწვევა მთელი მსოფლიოსი, რამაც დაანგრია, შეაჩერა, გააჩერა მთელი მსოფლიო. ჩვენ, რა თქმა უნდა როგორც მთელი მსოფლიო, გასულ წელს შევხვდით მოუმზადებლები, არ ვიცოდით, თუ რასთან გვქონდა საქმე. ახლა უკვე უკეთესად მომზადებული ჯანდაცვის სისტემა გვაქვს და მადლობა ჩვენს გმირ ექიმებს, კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა გადავუხადოთ. 5 თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული, ყველაფერი, გვქონდა კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ა.შ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი. ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი. დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური, მაქსიმალურად ამ მოკლე დროში, 5 თვეში, შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. 45% იანი ზრდა გვქონდა აპრილის თვეში, მაისის თვეში 25%-იანი, ივნისში 18%-იანი. 12,7% გვაქვს 6 თვის ზრდის მაჩვენებელი, რაც არის უპრეცედენტო ბოლო წლების განმავლობაში, ორნიშნა ზრდა ჩვენ არ გვქონია 2006 წლის შემდეგ. მეგობრებო, ამას სჭირდება შენარჩუნება. ამის შედეგი რა არის- ამის შედეგი არის ის, რომ მაგალითად ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონით გავზარდეთ და შევიტანეთ პარლამენტში, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ახალ ბიუჯეტს. 600 მილიონი მივეცით ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც ბიუჯეტში არ იყო გათვალისწინებული და რომელიც საჭიროებდა ამ თანხას. სხვა თანხები გავუშვით ინფრასტრუქტურაში, ეკონომიკაში, წარმოებაში და მოქალაქეების, მაგალითად ბავშვების სოციალური დახმარების გაორმაგებაში. დღეს გადავხედოთ ტურისტულ ადგილებს. ყველა ტურისტული ადგილი აბსოლუტურად გადაჭედილია. ტურისტებით სავსე, იგივე ჩვენი შიდა ტურიზმი ძალიან მაგრად მუშაობს, ხალხი ქმნის დოვლათს და შემოსავალი შესდის ყველა მოქალაქეს, ყველა ოჯახს მეტ-ნაკლებად. ამ ყველაფერს სჭირდება მეგობრებო, შენარჩუნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!
ახალი ამბები

მოემზადეთ წლის ყველაზე დიდი შოპინგ-დღესასწაულისთვის, სითი მოლი 15 წლის ხდება!

17:30 10-13-2026
აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება
ახალი ამბები

აღმოაჩინე ახალი შესაძლებლობები თიბისისთან ერთად – ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა იწყება

14:03 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved