• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება, ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი

ალია ავტორი - ალია
15:04 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის  წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 პრემიერის თქმით, ყველა ის სიკეთე, დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, უნდა გადანაწილდეს თანაბრად, ყველა რეგიონსა და ქალაქზე.

„ჩვენ გავაკეთეთ  მომდევნო წლების  გეგმები და ახლა ვიწყებთ აქტიურ მუშაობას. ინფრასტრუქტურის მიმართულებით და რეგიონების განვითარებაზე, 32 მლრდ. ლარი დაიხარჯება. ჩვენ გვინდა, რომ თანაბრად განვავითაროთ თითოეული ქალაქი და მუნიციპალიტეტი. ყველა ის სიკეთე, დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება, უნდა გადანაწილდეს თანაბრად, ყველა რეგიონსა და ქალაქზე. არ შეიძლება, მხოლოდ ქალაქებზე იყოს კონცენტრაცია და განვითარება. ამიტომ, განვითარება სჭირდება ყველა რეგიონს და ყველა მუნიციპალიტეტს.

ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, მოგეხსენებათ, ძვირფასებო, რომ ჩვენ არაერთი პროექტი დავიწყეთ, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში“, იაფი აგროსესხის გაცემა დავიწყეთ 2012 წლიდან და ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა ამ პროექტით. ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნა. მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 20 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტირება განხორციელდა. ახლა მთავრობა გეგმავს, დაახლოებით, მილიარდი ლარის ინვესტირებას ადგილობრივი წარმოების  განვითარების მიმართულებით. 1 300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება და შეიქმნება 100 000 ახალი სამუშაო ადგილი. სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მლრდ. ლარის გამოყოფა აქვს გადაწყვეტილი მთავრობას, რომელიც წლების განმავლობაში მოხმარდება სოფლის აღორძინებას და რეალურად, სოფლის მეურნეობის ფეხზე დაყენებას.

განათლების მიმართულებით, მინდა გითხრათ, რომ ყველა სკოლას ჩვენ ვაშენებთ ევროპული სტანდარტის მიხედვით. დაახლოებით 800-მდე სკოლას სჭირდება რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. ჩვენ, დაახლოებით, 250 სკოლას ჩავუტარეთ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია-აღდგენა, ევროპული ტიპის სკოლებად ვაქციეთ. 175 ახალი სკოლა ავაშენეთ. ასეულობით საბავშვო ბაღი აშენდა, გარემონტდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved