• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – გუშინ 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, ეს იყო რეკორდული მაჩვნებელი, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ყველამ ერთად უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა, ეს არის პირდაპირ გადარჩენა

ალია ავტორი - ალია
15:25 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
23

გუშინ იყო რეკორდული მაჩვნებელი – 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი.

 „ამ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ აღნიშნული ტემპი და ეკონომიკის აღდგენას უნდა შევუწყოთ ხელი, თუმცა ამ ყველაფერს აფერხებს ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციის გასაუმჯობესებლად და პანდემიის დასამარცხებლად შემოეტანა ვაქცინები და ჩვენ ეს ვაქცინები შემოვიტანეთ. დაახლებით სამი მილიონი ვაქცინა დღეს საქართველოშია. ამისთვის საჭიროა ძალიან მარტივი აცრის ჩატარება. გუშინ იყო რეკორდული მაჩვნებელი – 26 000-ზე მეტი აცრა ჩატარდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ყველამ ერთად  უნდა გადავწყვიტოთ და ჩავიტაროთ აცრა. ეს არის პირდაპირ გადარჩენა იმიტომ, რომ მოქალაქეებს სიკვდილისგან იცავს აცრა და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ არსებობს არგუმენტი, რატომ არ უნდა აიცრას ადამიანი. ვინაიდან ეს არის ძალიან ინდივიდუალური და ყველა ადამიანში ინდივიდუალურად ვითარდება და პროგრესირებს აღნიშნული ვირუსი, არავინ იცის, როგორ დასრულდება. სამწუხაროდ, ბევრი ჯანმრთელი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია ამ ვირუსმა. ამიტომ, მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მოგიწოდოთ ვაქცინაციის პროცესში ჩართულობისკენ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაუმარტივოს მდგომარეობა ჩვენს მოქალაქეებს, შევქმენით, გავაფართოვეთ ვაქცინაციის პუნქტები, კიდევ ვამატებთ აღნიშნულ პუნქტებს, შეიქმნა და მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ მეტი მასიური ვაქცინაციის დიდი ცენტრები შეიქმნება, სადაც  მოქალაქეებს ყოველგვარი ჩაწერის და რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ მისვლა და ვაქცინაციის ჩატარება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved