• რეკლამა
  • კონტაქტი
21:47, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა

ალია ავტორი - ალია
14:53 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო რვა თუ ცხრა წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატის ვახტანგ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მმართველი გუნდი არის გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იქნება გრძელვადიანი მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

„პროფესიული სასწავლებლები უნდა შეიქმნას ყველა მუნიციპალიტეტში იმისთვის, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა ადგილზე მიიღონ სპეციალობა და ადგილზე დასაქმდნენ. ყველა ის პროგრამა, რაც მე ჩამოვთვალე, სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარება მოითხოვს კვალიფიციურ მუშახელს და სპეციალისტებს. ამისთვის, მთავრობა გეგმავს პროფესიული სასწავლებლების განვითარებას და აშენებას ყველა მუნიციპალიტეტში. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტები, რომლებიც მოამზადებენ ადგილობრივ სპეციალისტებს და შემდეგ ისინი გადასცემენ ცოდნას ახალგაზრდებს და არა მხოლოდ მათ.

ჩვენ კარგად ვიცით მშვიდობისა და სტაბილურობის ფასი. ბოლო წლებში ჩვენმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარი ქვეყნის და ხალხის კეთილდღეობაზე, ჩვენი ქვეყნის მართვაზე. სწორედ ჩვენი მთავრობის, ჩვენი გუნდის დამსახურებაა ის, რომ ბოლო 8 თუ 9 წელი ქვეყანაში ომი არ ყოფილა და არც იქნება, მანამ, სანამ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. ჩვენ ვართ გარანტი იმისა, რომ ქვეყანაში იყოს გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება უნდა შევიდეს ყველა რეგიონში, ქალაქში და ყველა ოჯახში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ხალხი დაიღალა ომებით, დესტაბილიზაციით, მუდმივი არეულობით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ ყველამ ერთად. ვნახეთ თითქმის ყველაფერი, მათ შორის, ყველანაირი ხელისუფალიც გამოვდეთ. ახლა ჩვენ გვჭირდება ხალხზე მზრუნველი მეურნე ხალხი და მმართველები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ. ასეთი კაცია ვახტანგ ბერიძე, რომელიც ჩვენს მოქალაქეებზე ფიქრობს და ზრუნავს. მერებმა უნდა იმუშაონ 24 საათის განმავლობაში, ადგილზე უნდა გადაუწყვიტონ ნებისმიერი პრობლემა თითოეულ მოქალაქეს, დროულად და ეფექტურად. ეს უნდა იყოს ჩვენი ამოცანა. ეს ეხება ყველა მერს. ბატონ ვახტანგს მინდა საქებარი სიტყვები ვუთხრა, იმიტომ, რომ ამ კაცმა ეს მართლაც დაიმსახურა. ბოლო წლებში აჩვენა, რომ არის ღირსეული მერი და მჯერა, რომ თქვენი მხარდაჭერით, გააგრძელებს საქმიანობას და 4 წელი კიდევ მოემსახურება თქვენს ინტერესებს. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვუთხრა – ოპოზიციამ წინა არჩევნებზე, იცოდნენ, რა, რომ ბატონი ვახტანგის დამარცხება შეუძლებელი იყო, სხვა ვახტანგ ბერიძე მოიყვანეს ხაშურიდან აქ და დააყენეს ხულოში. წარმოიდგინეთ, რამხელა პოლიტიკურ თაღლითობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ხულოს მოსახლეობის მოტყუება ასე ადვილი არ არის, ხულოში ცხოვრობს ბრძენი ხალხი და ამათ ვერავინ მოატყუებს, მათ შორის, ვერც ეს პოლიტიკური თაღლითები.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და ჩვენ ყველამ ერთად , ცენტრალური მთავრობა იქნება ეს თუ ადგილობრივი, უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved