• რეკლამა
  • კონტაქტი
12:16, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში

ალია ავტორი - ალია
12:02 08-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წალკაში, წალკის მერობის კანდიდატის, ილია საბაძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნდა გაათმაგდეს მუშაობის და განვითარების ტემპი, რადგან ეს სჭირდება მოსახლეობას.

„მშვიდობას და სტაბილურობას სჭირდება განვითარება. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, იქნება ეს განათლება, სპორტი, კულტურა, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით არაერთი პროექტი დაა პროგრამა დაფინანსდა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ 13 000-ზე მეტი ბენეფიციარი ფერმერი სარგებლობს შეღავათიანი პროგრამებით. 1700-ზე მეტი სამაცივრე პროგრამა დაფინანსდა. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახები. 13 000 ჰექტარი ხეხილის მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა. ეს საკმარისი არ არის, ჩვენ გვჭირდება მეტი განვითარება. ჩვენ შევიმუშავეთ კომპლექსური, მასშტაბური განვითარების ხედვები, ყველა მიმართულებით. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება მექნება მე პირადად და ჩვენს მთავრობას ჩვენი გეგმის მიხედვით, მომდევნო წლების განმავლობაში დაფინანსდება დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაა ჯამში მთავრობა და კერძო სექტორი 2 მლრდ 500 მილიონის ინვესტირებას მოახდენს ადგილობრივი წარმოების განვითარებაში. ინფრასტრუქტურის მიმართულებით გვექნება ძალიან სერიოზული წინსვლა, წითელი ხიდიდან სარფამდე 4 საათში იქნება შესაძლებელ მგზავრობა. 32 მილიარდი დაიხარჯება ჩვენი რეგიონების განვითარებაში. ჩვენ დავიწყეთ ყველა მუნიციპალიტეტში ურბანული განახლების პროექტები. ეს და იხარჯება 500 მილიონი. მე მინდა, რომ ყველა ქალაქი და მუნიციპალიტეტი გახდეს ევროპული ტიპის. დავიწყებთ ურბანული ცენტრების განახლებას. ამით ისარგებლებს როგორ ჩვენი მოსახლეობა, ასევე კერძო სექტორი. დავიწყებთ რეკრეაციული სივრცეების განახლებას. ახალი სკვერები, ბაღების. ჩვენ დღეს ვიმყოფებით წალკის უნიკალურ კანიონთან, რომელიც ევროპაში არის ერთ-ერთი გამორჩეული. აქ უცხოური კომპანია ისრაელიდან 40 მილიონის ინვესტიციას ახორციელებს, რაც ამ ადგილის უნიკალურობაზე მიუთითებს. ჩემი დავალებით, ვმუშაობთ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ასეთი უნიკალური ადგილები მაქსიმალურად ავითვისოთ. შევქმნათ ახალი ტურისტული ატრაქციები, გავუჩინოთ ახალი შესაძლებლობები ჩვენს მოსახლეობას, ახალი სამუშაო ადგილები – ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენ ტემპები მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ. უნდა გავაათმაგოთ მუშაობის ტემპიც და განვითარების ტემპიც. ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. სჭირდება კეთილდღეობა, სიმშვიდე და სტაბილურობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას
ახალი ამბები

სილქფესტი აგრძელებს მრავალფეროვანი პაკეტების ექსკლუზიური პირობით შეთავაზებას

11:58 03-25-2026
თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved