ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ გვჭირდება ახალი ეროვნული იდეა, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს და ერთგვარ ახალ ენერგიას მისცემს ჩვენს მოქალაქეებს. იდეა, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობის ახალი, მეოთხე ათწლეული ჩამორჩენილობის, ვთქვათ პირდაპირ, ღიად, დაძლევის, სიღარიბის დამარცხებისა და განვითარების ათწლეულად უნდა აქციოს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
კომენტარები