• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი, მთავრობას დაგეგმილი აქვს 7 მლრდ. ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით

ალია ავტორი - ალია
14:44 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17

მთავრობას და ადგილობრივ მუნიციპალიტეტს შემუშავებული აქვს უნიკალური პროექტები, კერძოდ, ტურიზმის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ შუახევის მერობის კანდიდატის ომარ ტაკიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი, ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი და ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.

„აქ, ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიზიდულობას შევქმნით, სოფელ ჭვანში. ჩვენ ახლა ვიწყებთ 10 მილიონიან პროექტს, რომელიც იქნება ძალიან მომხიბვლელი პროექტი და ძალიან ბევრ ტურისტს მოიზიდავს, როგორც ადგილობრივს, ასევე უცხოელ ტურისტებს. ამას გარდა, ჩირუხის მთაზე მოეწყობა ევროპაში ყველაზე გრძელი, 1 700 მეტრიანი ზიპლაინი. ამ პროექტში დაიხარჯება 10 მილიონი ლარი. ეს არის საწყისი ბიუჯეტი, რომელიც მართლაც წარმოაჩენს ამ ულამაზეს მხარეს.

მთავრობას დაგეგმილი აქვს 7 მლრდ. ლარის მობილიზება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით. ინფრასტრუქტურაში დაიხარჯება 32 მლრდ. ლარი მთელი რეგიონების განსავითარებლად. ასევე დავიწყეთ ურბანული განახლების პროექტები, რომელიც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში ევროპული ტიპის ცენტრების, ახალი რეკრეაციული სივრცეებისა და ტურისტული ადგილების მოწყობას. ტურიზმი უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, არის კიდევაც ასე, იმიტომ, რომ ბუნებრივად, საქართველოს აქვს მიზიდულობა და ჩვენ, მოგეხსენებათ, რომ რეკორდული რაოდენობის ვიზიტორი მივიღეთ 2019 წელს, 9 მილიონზე მეტი ტურისტი შემოვიდა საქართველოში. პანდემიამ, ბუნებრივია, ეს პროცესი შეაფერხა და შეანელა. მიმდინარეობს ტენდენცია და ეკონომიკის აღდგენა, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ნელ-ნელა დავუბრუნდებით იმ ნიშნულს, სადაც ვიყავით და კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი შემოვა საქართველოში. ამისთვის გვჭირდება უფრო მეტად გამართული ინფრასტრუქტურა, გზები, წყალი, ყველაფერი უნდა იყოს ხარისხიანი, ევროპული ტიპის ქალაქებად უნდა გადავაქციოთ ყველა მუნიციპალიტეტი და რაიონი. განვითარება უნდა შევიტანოთ ყველა რეგიონში. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და მისწრაფებები.

განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება და არის ჩვენი მთავრობის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი თანხა იქნა მობილიზებული, ჩადებული და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ, ახალი სკოლების და ზოგადად, ახალი პროფესიული სასწავლებლების მშენებლობას. ყველა მუნიციპალიტეტში უნდა შეიქმნას პროფესიული სასწავლებელი, იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ ადგილზე, ახალი სპეციალობის დაუფლების საშუალება. 175 ახალი სკოლა აშენდა ბოლო წლების განმავლობაში, 250 – რეაბილიტირდა და ეს, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. წინ კიდევ უფრო მეტი გამოწვევა გვაქვს. 800 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, 800 სკოლა უნდა მოეწყოს ევროპული ტიპის, ევროპული სტანდარტებით. ამ და სხვა პროექტებზე, რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ უფრო მეტს ვისაუბრებთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved