• რეკლამა
  • კონტაქტი
06:48, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – ასობით სკოლა დააფინანსა ფონდმა „ქართუმ“ მიერ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მოსული პოლიტიკაში და ასე ეხმარებოდა ქვეყანას უჩუმრად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე, რაც მაშინ სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა

ალია ავტორი - ალია
19:21 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

განათლების მიმართულებით, ვაშენებთ სკოლებს, ბაღებს, ასეულობით ახალი სკოლა აშენდა და გარემონტდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ადიგენის მერობის კანდიდატის, გოჩა ქიმაძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 800 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება მომდევნო წლების განმავლობაში თანამედროვე ევროპული სტანდარტებით.

„ისე არ იქნება, როგორც წინა ხელისუფლება აკეთებდა. ისიც, მათ მიერ გაკეთებული იყო უხარისხოდ შესრულებული. ფონდი „ქართუ“ აფინანსებდა ხარისხიან სამუშაოს, ნამდვილად ღირსეულ პირობებს უქმნიდა მოსწავლეებს, ასეულობით სკოლის დაფინანსება მოხერხდა ფონდი „ქართუს“ მიერ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი არ იყო მოსული პოლიტიკაში და ასე ეხმარებოდა ქვეყანას უჩუმრად, ყოველგვარი აფიშირების გარეშე. ბატონი ირაკლი ქარსელაძე იყო ჩართული იმ შესყიდვებში, რომელიც განვახორციელეთ მაშინ ფონდი „ქართუს“ ეგიდით და ბატონი ივანიშვილის დაფინანსებით. ასეულობით მილიონი დაიხარჯა სკოლების რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც მაშინ სააკაშვილის მთავრობამ თავის პროგრამად მონათლა. ასი ათასი კომპიუტერი აქვს შეკვეთილი ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ჯერ კიდევ  მაშინ, მერხები, დაფები, სკამები, ყველა ის ინვენტარი, რომელიც სკოლებს სჭირდებოდა. ვინმეს გაუგონია ამის თაობაზე?! არავის, რადგან ჩვენ იმ დროს ამაზე არ ვლაპარაკობდით. ახლა გვაქვს უფლება, ვისაუბროთ და შევახსენოთ ჩვენს ოპონენტებს, რომლებიც დღეს უტიფრად გამოდიან და რაღაცებს იბრალებენ. ეს არის ჩვენი ხელწერა და ჩვენი საქმე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved