• რეკლამა
  • კონტაქტი
08:23, ორშაბათი, 31 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 2850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო, ჯამში დაახლოებით 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“

ალია ავტორი - ალია
15:24 08-14-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

2850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო. ჯამში დაახლოებით 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდგომ წლებში დაგეგმილია დაახლოებით 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში.

„ბოლო 8 წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა. ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ პროგრესი და რეალური წინსვლა. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, სიღნაღს, 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროქტი განხორციელდა, აშენდა სკოლები, ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ალიან ბევრ შენობას, სკოლას, ბაღ, გზები აშენდა დამატებით. 2850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო. ჯამში დაახლოებით 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“. შემდგომ წლებში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი დაახლოებით 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში. სოფლის მეურნეობაში გვაქვს შემუშავებული გეგმები, რომლის განხორციელებაშიც 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით მომდევნო სამ წელიწადში დაახლოებით 1 მილიარდი ლარი. შედეგად შექმნება ახალი სამუშაო ადგილები.

რაც შეეხება მომდევნო წლების გეგმებს, ჩვენ შევიმუშავეთ მთავრობის გრძელვადიანი განვითარების გეგმები და ხედვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება ეს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა, თითოეული სექტორის მიმართულებით, ეს არის ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯარი, პოლიცია და ა.შ. ჩვენ გვჭირდება განვითარების შეტანა თითოეულ რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში. ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ ყველ ქალაქი და მუნიციპალიტეტი და ვაქციოთ ევროპული ტიპის ქალაქებად, მუნიციპალიტეტებად. ეს განვითარება უნდა ჩავიდეს თითოეულ სოფელში. ამისთვის რა თქმა უნდა საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი და საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი განვითარების შესანარჩუნებლად. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის

18:49 08-30-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved