• რეკლამა
  • კონტაქტი
09:47, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი – 2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელის ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ხალხმა მოიპოვა, ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს ჩავუგდებთ

ალია ავტორი - ალია
12:23 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
25

როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ  სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების.

„სწორედ გიორგი ანწუხელიძის ქვეყანა არის საქართველო და არა ლაჩრების და მოღალატეების, რომლებმაც ლაჩრულად მიატოვეს ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი აგვისტოს ომში, ლაჩარმა სააკაშვილმა. კაცი, რომელიც იყო ე.წ. პრეზიდენტი და მთავარსარდალი, თქვენ კარგად ნახეთ, იმ დროს, როდესაც გიორგი ანწუხელიძე და მისნაირი გმირები თავს სწირავდნენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს, ჩვენი ხალხის და ჩვენი ტერიტორიის დაცვას, აი ეს მასხარა კაცი, სააკაშვილი, ლაჩარი, რომელმაც მიწაზე გართხმულმა აჩვენა მთელს მსოფლიოს ჩვენი ერის სირცხვილი მისი სახით, ამ დროს, ის გარბოდა ბრძოლის ველიდან. მაშინ, როდესაც მაგალითად, სხვათა შორის, სტუმრად იმყოფებოდა მასთან ერთად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიატოვა სტუმარიც და გაიქცა და მიწაზე გართხმული დაენახა მთელს მსოფლიოს. აი ასეთი პარადოქსების ქვეყანა იყო მაშინ ჩვენი ქვეყანა, ასეთი არაკაცების და ასეთი ლაჩრების ხელში იყო ჩვენი ქვეყანა. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ, ჩემო მეგობრებო, წარსულში ჩავტოვეთ.

2012 წლის პირველი ოქტომბერი იყო ის ღირსეული გამარჯვება, რომელის ჩვენი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით  ჩვენმა ხალხმა მოიპოვა. ერთი უნდა იცოდეს ყველამ, რომ ასეთი ლაჩრების ხელში ჩვენს ქვეყანას არავის და არასდროს აღარ ჩავუგდებთ. ეს დრო დამთავრდა, ეს განსაცდელი ჩვენმა ხალხმა ჩამოიტოვა წარსულში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved