• რეკლამა
  • კონტაქტი
03:33, ხუთშაბათი, 19 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ირაკლი, გადააყენე ეს ქალი! დაამტკიცე, რომ რაღაც შეგიძლია!” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
15:27 03-17-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
103

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, მინისტრ ნათია თურნავას განცხადებას ეხმაურება და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს:

“რა თავხედური კომენტარია !!!

დიახ, მინისტრის გადაყენება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. მოქალაქის კი შეუძლია მოთხოვოს პრემიერს მის ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენება. ეს არის დემოკრატიული ლოგიკა, რომელიც თურნავას არ აქვს. თურნავას ლოგიკით, მოქალაქეს არაფერი ეკითხება და ყველაფერი ერთმა კაცმა უნდა გადაწყვიტოს.

გუშინწინ დაიწყო გერმანიაში სუპერ საარჩევნო წელი. 2021 წელს ექვს ფედერალურ მიწაზე გაიმართება არჩევნები, დამატებით დანიშნულია ბუნდესტაგის არჩევნები. ყველაგან მთავარი თემა ეკოლოგიაა!!! ეკოლოგიური საკითხი პოლიტიკური საკითხია! დიახ, დინოზავრო, ეს ასეა!

ირაკლი, გადააყენე ეს ქალი! არაფერში არ გჭირდება! მისნაირი არ დანიშნო მის ნაცვლად! დაამტკიცე, რომ რაღაც შეგიძლია!”

შეგახსენებთ, მინისტრმა ნათია თურნავამ ნამოხვანჰესის აშენების მოწინააღმდეგეებს ასე უპასუხა:

“რაც შეეხება გადადგომას ან დანიშვნას, ყველას შევახსენებ, რომ საქართველოს მთავრობის წევრის გადაყენება ან დანიშვნა, ეს არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა და არა რომელიმე აქტივისტის მიერ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნა.“

მინისტრმა მისი გადადგომის მოთხოვნას ულტიმატუმი უწოდა და თქვა რომ აქციის მონაწილეთა მიერ, მინისტრის გადადგომის მოთხოვნას კავშირი არა აქვს ეკოლოგიასთან, თითქოს, იმ ხელშეკრულებას ჰქონდეს რამე კავშირი ეკოლოგიასთან, რომელი ხელშეკრულებაც უცხოურ კომპანიასთან დადო და რომელი ხელშეკრულების კაბალური პირობებისთვისაც ედავებიან მინისტრს.

მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, მისთვის მიუღებელია მინისტრ ნათია თურნავას გადადგომის მოთხოვნა:

„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ ეს საპროტესტო მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდება, რადიკალიზაციისკენ მიდის და ამის დასტურია, რომ გუშინდელ აქციაზე გაისმოდა წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები, რასაც არანაირი კავშირი არ აქვს ეკოლოგიასთან, პროექტთან დაკავშირებულ საკითხებთან, წმინდა პოლიტიკური მოთხოვნები და რასაკვირველია, ჩვენთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენა.“

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილილევან ლორთქიფანიძენათია თურნავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის
ახალი ამბები

თიბისი: Hello Tech გოგოებისთვის

13:47 02-17-2026
თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია
ბიზნესი

თბილისში ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება – ღონისძიების გენერალური სპონსორი თიბისია

13:19 02-17-2026
ახალი ამბები

თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი – Hospitality Investment Forum – გაიმართება (თიბისი)

14:39 02-16-2026
ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათებით პარტნიორ ობიექტებში ყოველთვის დაზოგავთ მეტს

13:50 02-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved