• რეკლამა
  • კონტაქტი
19:53, პარასკევი, 30 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ირაკლი ბენდელიანი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის ფერდობზე – თუ მოსახლეობის გაყვანა აუცილებელი იქნება, ევაკუაციის გეგმა გვაქვს

ალია ავტორი - ალია
18:31 03-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
136

დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები ჯერჯერობით მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, თუმცა თუ რეალური საფრთხე გაჩნდება, მერიას შესაბამის სამსახურებთან ერთად ევაკუაციის გეგმა უკვე აქვს.

„ვაკვირდებით მეწყრული მასების გადაადგილებას, მათ სიჩქარეს. რამდენიმე ექსპერტის მიერ შედგენილია რამდენიმე ტექნიკური დოკუმენტი, ასევე მუდმივად მიმდინარეობს სამუშაო ჯგუფის შეხვედრები და გადაწყვეტილია, რომ ამ ეტაპზე იქ საფრთხე არ არის, მაგრამ თუ პროცესები გაუარესდება და რეალური საფრთხე იარსებებს მოსახლეობასთან მიმართებით, მზად ვართ, შესაბამისი სამსახურებთან ერთად ყველა საჭირო ღონისძიების ჩასატარებლად.

დაგეგმილი გვაქვს, რომ უშუალოდ ფერდს ბუნებრივი მდგომარეობა უნდა დავუბრუნოთ. ეს შექმნის წინაღობას თვითონ ამ მეწყერის გადაადგილებასთან მიმართებით. ამის შემდეგ ეს გადაადგილება იქნება მეტ-ნაკლებად უსაფრთხო და შემდგომ შეგვეძლება უშუალოდ მეწყერულ არეალში სამუშაოების დაწყება. შესაბამისი სამსახურების მიერ შედგენილია ევაკუაციის გეგმა. ამის გამოყენების აუცილებლობა დღეს არ არსებობს, თუმცა ბოლომდე მართვად სისტემასთან არ გვაქვს საქმე. მეწყერი ჯერ არ არის დასტაბილურებული და პროგრესირებს შესაბამისად, ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ.

გვაქვს კონკრეტული მონაცემი, რა შემთხვევაში შეიძლება ამ მეწყრულმა პროცესებმა მიიღოს მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი მდგომარეობა. შესაბამისად თუ ამის აუცილებლობა არ დადგა, წინასწარ მოსახლეობის გაყვანა და მათთვის მინიმალური მოცულობის დისკომფორტის შექმნა, ჩვენი მიზანი არ არის. მაგრამ თუ დადგა ეტაპი, რომ აუცილებელი იქნება მოსახლეობის გაყვანა, გვაქვს ევაკუაციის კონკრეტული გეგმა და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ“,- განაცხადა ბენდელიანმა.

თეგები: ირაკლი ბენდელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს
ახალი ამბები

“ერთი ჩხვლეტით და გულის გაჩერების გარეშე” – როგორ ცვლის TAVI ხანდაზმული პაციენტების სიცოცხლეს

18:54 10-30-2026
როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში
ახალი ამბები

როდისაა მუცლის ტკივილი და წონაში კლება სერიოზული საფრთხის სიგნალი? – ინოვაცია გასტროენტეროლოგიაში

16:55 10-30-2026
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში
ახალი ამბები

“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” იანვარი-ოქტომბერი 2026-ის საქმიანობის ანგარიში

14:43 10-30-2026
თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო STEM ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერია

13:44 10-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved