• რეკლამა
  • კონტაქტი
07:38, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქვე იჯდა თავჩახრილი “მინისტრი”… ეს მძიმე დარტყმა აღმოჩნდა “ოცნებისთვის” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
14:54 02-13-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,119
ჟურნალისტი, ვახო სანაია:
ლილიკო ნემსაძის საღამო გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა არაერთი მომღერალი.
სიმღერის შემდეგ სცენიდან სოფო გელოვანმა რეჟიმის პატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. დარბაზი დაინგრა ტაშით. იქვე იჯდა თავჩახრილი კულტურის ,,მინისტრი”.
ცხადია, ეს ძალიან არასასიამოვნო ფაქტი აღმოჩნდა ,,ქართული ოცნებისთვის”. არა მხოლოდ არასასიამოვნო – მძიმე დარტყმა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სადაც არ უნდა მოეწყოს საჯარო ღონისძიება, ის ეკუთვნის ხალხს და არა რეჟიმს. როგორც ნაძვის ხე რუსთაველზე ახალ წელს თუ ნებისმიერი სხვა რამ.
ერთი სიტყვით, დაფიქსირდა, რომ დარბაზი ანუ კონცერტზე მისული საზოგადოება ივანიშვილის მოწინააღმდეგეა.
რა თქმა უნდა, იმ მომენტიდან რეჟიმის ამოცანა გახდა, ხელოვნურად, წარმოსახვით რეალობაში ეს მოცებულობა დაერღვია. მოსალოდნელი იყო, ვიღაცას დაეკისრებოდა ეს როლი..
მართლაც გამოვიდა ქოცების აქტიური მომხრე ბაკურ ბაკურაძე და გამოაქვეყნა პოსტი. რა წერია ახლა ამ სტატუსში – სოფო გელოვანი გალანძღა, მერე სადღაც კომენტარში ახსენა, რომ ლილიკო ნემსაძე ლამის ლოგინად ჩავარდაო (სრული ტყუილი).
სიცრუით, გამოგონილი ამბით სოფო გელოვანი ასე ვირტუალურად და პროპაგანდისტულად დააპირისპირა ლილიკო ნემსაძეს. ანუ იმ ადამიანს, ვისი პატივისცემითად და მოსასმენადაც ხალხი მივიდა კონცერტზე და შემდეგ ტაშით დაანგრია იქაურობა ,,მინისტრის” თანდასწრებით.
პროპაგანდისტულმა სტატუსმა რეალობაში ვირტუალური დისონანსი შეიტანა. იმავე სტატუსში დათაგა ლელა და მერაბი, რომლებიც ყველამ ვიცით, რომ სწორი პოზიციით გამოირჩევიან. ვერაგულად ისინიც ჩართო ამ თავის გამოგონილ ამბავში და ისე წარმოაჩინა, თითქოს სოფო გელოვანის მიმართვა უკულტურობა იყო. ყველაფერი ერთმანეთში აირია. შეიქმნა ბუნდოვანება – ლილიკო და სოფო დააპირისპირა ვირტუალურად (რეალურად მსგავსი არაფერი გვინახავს); ლელა და მერაბი გარია სტატუსში და უფრო დააბნია მკითხველი; მერე რეჟიმის მოწინააღმდეგებმაც დასცინეს ლილიკოს ,,ლამის ლოგინად ჩავარდნაზე”. არადა მხოლოდ ბაკურ ბაკურაძის ტყუილი ვიცით, თითქოს ლილიკო ,,ლამის ლოგინად ჩავარდა” სოფოს გამო. სრული აბსურდი. ამას წამოეგნენ პატიოსანი ადამიანები და ლილიკო გახდა სამიზნე. არადა ის მაყურებელი ლილიკოს გამო მივიდა იმ კონცერტზე და უცებ ბაკურ ბაკურაძის ტყუილმა ლილიკო აქცია სამიზნედ. ჟურნალისტებმა დაურეკეს, სტატია ვნახე და ლილიკოს სიტყვა არ დასცდენია სოფოზე აუგი.
მოკლედ, პროპაგანდამ შექმნა ბუნდოვანება, რაც მისი სასიცოცხლო მდგომარეობაა. აქ გრძნობს თავს ისე, როგორც თევზი წყალში. ხალხმა უნდა იფიქროს, თითქოს ეგ ტაში არც არაფერს ნიშნავს. სხვაგან გადააქვს აქცენტი – გამოგონილ სიბრტყეში. აუფასურებს ამბავს, ბინძურ ტყუილებს ურევს.
ანუ კონცერტის მთავარი ადამიანი, ლილიკო გამოგონილად დააპირისპირა სოფოს. შესაბამისად, რეჟიმის მოწინააღმდეგე კარგი ადამიანები უცებ დააპირისპირა ლილიკოს და ალანძღვინა თავისი პირით. რა გამოვიდა – ხალხი, რომელსაც უყვარს ლილიკო და მის მოსასმენად მივიდა, დააჯერა ბაკურ ბაკურაძის ტყუილში რეჟიმის მოწინააღმდეგეებისვე ხელშეწყობით.
სამიზნე უნდა იყოს პროპაგანდის ტყუილი და ვერაგობა.
ასეთ ხრიკებს არ უნდა წამოვეგოთ, მეგობრებო. გმადლობთ.

,, ამას მხოლოდ “ღორის ტილი” იკადრებს… ბანძი!”- ბაკურ ბაკურაძე სოფო გელოვანზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი
ახალი ამბები

ხვალ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება – თიბისი

12:49 03-23-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved