მეგი გოცირიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ირონიულ პოსტს ავრცელებს:
“თქვენ გეცოდინებათ, როგორც უგზო-უკვლოდ განათლებულებს, სხვის საწოლში მოფუთფუთეებს და დარწმუნებული ვარ გამიმხელთ: ახლობელს გათხოვება არა, შვილის გაჩენა უნდა კაცისგან, რომელიც უყვარს თავდავიწყებით, ის კაციც თანახმაა შვილი გაუჩინოს ჩემმა ახლობელმა, ოღონდ თქვენი თანხმობის გარეშე ვერ ბედავს და იქნებ ცნობა გამოუწეროთ თანხმობის ან სად იღება მსგავსი ცნობა, გეცოდინებათ”- წერს მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საზოგადოების გაოცებას კვლავ განაგრძობს. დაპატიმრების შემდეგ მისი პირადი ცხოვრება ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა.
კომენტარები