ამაზე მეტი მავნებლობა, რასაც ახლა სააკაშვილი, მისი მედია და მოკავშირეები აკეთებენ, რაღა უნდა იყოს?! – ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:
„გუშინ სააკაშვილის ტელევიზიამ თემა ააგდო, რუსეთი ცხინვალის და ენგურჰესის მიერთებას გეგმავსო.დღეს სააკაშვილმა გააგრძელა იგივე თემა და ზღაპრებით შეფუთა, ობამა ჩავრიე და ტერიტორიების მიტაცება შევწყვიტეო. შემდეგ წელს 191 პირი რომ გაიტაცეს რუსებმა, არ ახსოვს.სააკაშვილის პოსტი აიტაცეს სააგენტოებმა, მ.შ. ჩემთვის საპატივცემულო ipn-მა. 9 ათასი პატიმარია. იქნებ ისინიც გააშუქოთ?! ან იქნებ თემებს დაუფიქრდეთ?! შემთხვევით, სამხედრო ტერმინით, საკუთარ თავზე ცეცხლს ხომ არ ვიძახებთ?!მანამდე თქვა რუსეთი ანაკლიას დაბომბავსო. დღეს ხოშტარიამ ერთ-ერთი ყველაზე ოდიოზური რუსი გენერლის, ივაშოვის წერილი საკუთარ გვერდზე გააზიარა და ამის შემდეგ საოკუპაციო ზოლთან მივარდა.არაუშავს ხომ, ივაშოვს 2008 წლის ომი სამართლიანად და თავდაცვით ომად რომ მიაჩნია?! სადაც გუდკოვის იწვევდით და მის მიერ სეპარატისტთა მხარდაჭერა და აღიარების ფეიერვერკებით აღნიშვნა არაფრად ჩათვალეს, ამათ რაზე უნდა ელაპარაკო?!ჰიბრიდულ ომს უცხადებენ საკუთარ ქვეყანას. ეს ის ხალხია 2008 წლის 7 აგვისტომდე რომ აცხადებდნენ რუსეთს ომი არ უნდაო“ – წერს სალუქვაძე.
კომენტარები