• რეკლამა
  • კონტაქტი
08:30, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა” – აბაშიძე-კარასინის სავარაუდო სატელეფონო საუბარი

ალია ავტორი - ალია
21:09 10-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
374

“ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლების განხილვა” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს მიმართავს. შესაბამისი სატელეფონო ჩანაწერი “კიბერ კმარამ” გაავრცელა. სატელეფონო ჩანაწერი, სავარაუდოდ, 2022 წლის 15 მარტს არის გაკეთებული.

“ზურაბ აბაშიძე: – ალო

გრიგორი კარასინი: – ზურაბ ირაკლიევიჩ, გამარჯობა.

ზ.ა.: – გამარჯობა. თავს როგორ გრძნობ?

გ.კ.: – ნორმალურად. ვმუშაობ. ახლა ოფისში ვარ. მისმინე, შენი რჩევა მჭირდება. როგორც იცი, სიტუაცია რთულია. ჩვენი ტრანსპორტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იქნებ ქართულ მხარესთან შესაძლებელი იყოს საჰაერო მიმოსვლის განახლება და სახმელეთო საგზაო კავშირებიც აღდგეს და ასე შემდეგ. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ამ საკითხების წამოწევა და განხილვა ჯერ ნაადრევია. ვცდები?

ზ.ა.: – არა, არა, მართალი ხარ. აბსოლუტურად მართალი.

გ.კ.: – საჭიროა, რომ ცოტა მოვიცადოთ, სანამ სიტუაცია დამშვიდდება.

ზ.ა.: – დიახ, დიახ.

გ.კ.: – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ კარგ წამოწყებებს დასაწყისშივე დავმარხავთ.

ზ.ა: – ჰო, ჩვენ ახლა აქ სამართებლის პირზე დავდივართ.

გ.კ.: – ჰო, ესე იგი, ჩვენ ამ საკითხში ვთანხმდებით.

ზ.ა.: – დიახ, დიახ, სჯობს ცოტა მოვიცადოთ.

გ.კ.: – კარგი, ზურაბ ირაკლიევიჩ, თავს გაუფრთხილდი და ოჯახს მოკითხვა გადაეცი.

ზ.ა.: – ასევე, ასევე.

გ.კ.: – კარგად, გეხუტები”, – ისმის ჩანაწერში, რომელიც 2022 წლის 15 მარტით თარიღდება.

[სტილი დაცულია]

რუსეთმა საქართველოსთან ავიაფრენები მიმდინარე წლის მაისში აღადგინა. ჯერ კიდევ 10 მაისს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალური წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ BMG-თან განაცხადა, რომ ავიარეისების აღდგენაზე რუსეთთან კომუნიკაცია ქართულ მხარეს არ ჰქონია.

“ამ თემაზე ორმხრივი კონსულტაციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა. ეს რუსეთის მხარის გადაწყვეტილებაა, დანარჩენი კომენტარები შემდგომში გაკეთდება”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

თეგები: აბაშიძე-კარასინი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved