• რეკლამა
  • კონტაქტი
12:41, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„იქნებ მსოფლიომაც გამონახოს ძალა და თქვას დროებით უარი რუსულ კულტურასა თუ ხელოვნებაზე! არ არსებობს ორი რუსეთი“ – ნინო ქათამაძის ემოციური პოსტი

ალია ავტორი - ალია
21:52 01-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
467

მუსიკოსი ნინო ქათამაძე:

„უკრაინაში საშინელი ომის პარალელურად, აქტიურად მიდის საუბარი რომ არ უნდა თქვათ უარი ჩაიკოსვკიზე, ასეთი ჩამონათვალი დიდია: ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი, შოსტაკოვიჩი,
ანტონ ჩეხოვი
მაქსიმ გორკი,
დოსტოევსკი,
და სხვანი…
როდესაც უკრაინაში იღუპებიან ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები, მოსახლეობა, რომელსაც 24 თებერვლის შემდეგ წუთში შეეცვალა რეალობა, განადგურებულია ქალაქები, ინფრასტრუქტურა, მკაცრი ზამთრის პირობებში ელექტროენერგია და გათბობა მასიურად პრობლემაა, ამ ფონზე ადამიანები და განსაკუთრებით მოხუცები არ ტოვებენ სახლებს და რჩებიან უიარაღოდ სასტიკი სიკვდილის პირისპირ.
ირგვლივ არაფერი ისმის განგაშის სირენებისა და ბომბების ხმის გარდა.
ცივილიზებული სამყარო ცდილობს დაეხმაროს უკრაინას იარაღით და ყველა საჭირო საშუალებით, რათა გაიმარჯვოს სიკეთემ ბოროტებაზე და ამ ყველაფრის გაკეთება გვინდა ჩაიკოსვკის, შოსტაკოვიჩის ფონზე. ვისურვებდი იმ პროგრესულმა და ინტელექტუალმა ადამიანებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს თავისუფლების ხმა მიეწვდინათ მსოფლიოსთვის, იპოვონ ძალა და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში რუს ხალხს მიაწვდინონ მშვიდობის, თავისუფლების და კაცთა შორის სიყვარულის ხმა… შემდეგ კი მსოფლიოს ერთიანი პოზიციით და მომავლის იმედით დასრულდეს ომი, რომელმაც უამრავი სიცოცხლე შეიწირა. და თუ ისინი მზად არიან სამუდამოდ ვერ გაიგონ უმაღლესი რანგის მსოფლიო მუსიკა, იქნებ მსოფლიომაც გამონახოს ძალა და როგორც ერთერთი ბერკეტი, თქვას დროებით უარი რუსულ კულტურასა თუ ხელოვნებაზე!
– მსოფლიოს მუსიკალურ და თეატრალურ საზოგადოებას უფლება აქვს პროტესტის ნიშნად აგრესორს უთხრას რომ თუ მათთვის ადამიანის სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაშინ ფასი არ აქვს მათ შემოქმედებას. ეს იქნება ძლიერი, თავისუფალი სამყაროს საპროტესტო ხმა!
არ არსებობს ორი რუსეთი, ის ერთია და რუს ხალხს ეკუთვნის, მათია ყველა ინტელექტუალური საკუთრება და აქვთ უფლება ამით იამაყონ, მაგრამ ასევე მათია ის ბომბები რომელთა აფეთქების ხმა ყოველდღიურად ანადგურებს გმირი უკრაინელი ხალხის მატერიალურ საკუთრებას, მაგრამ ვერაფერს აკლებს მათ შემართებას თავისუფლებისთვის ბრძოლაში!
მე არ ვაწვდი ბომბებს უკრაინელ ხალხს, მაგრამ ვაწვდი ჩემთვის ყველაზე მთავარს და ძვირფასს – ხმას თავისუფლებისთვის!!!
დღეს ამ ბრძოლის ფონზე, თავისუფლების ხმა და გაუტეხელობის სიმბოლო პრეზიდენტი ზელენსკია უკრაინელ ხალხთან ერთად!
გილოცავთ პრეზიდენტო დაბადების დღეს!
დღეს, თქვენი ხმა არის თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების მარადიული ხმა! მსოფლიოს ვუსურვებ მალე მოისმინოს თქვენგან: ომი დასრულდა, უკარაინა გამარჯვებულია! უკრაინის გამარჯვება კი მსოფლიოს ახალი წესებით თავისუფლებას ნიშნავს!
დიდება და გამარჯვება უკრაინას!
ნინო ქათამაძე
საქართველო
თბილისი
25.01.23“
თეგები: ნინო ქათამაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved