• რეკლამა
  • კონტაქტი
17:31, პარასკევი, 9 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, იქნებ მე მეძახდა ბოლო წამს, ჩაქრობამდე? ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე” – ზურაბ ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
16:39 07-23-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
248

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი საპატიმროდან:

,,უცებ იგრძენი, რომ სხეულის ყველა კუნთი ერთდროულად დაიჭიმა. იგრძენი სახის ყველა კუნთი. იგრძენი როგორ დაეჭირა კბილი კბილს და იფიქრე, რომ ჩატყდებოდა.

შემდეგ ყველაფერი მოდუნდა, მაგრამ მიხვდი, რომ სახეზე ალაგ-ალაგ დაჭიმული კუნთები გაიყინა და ასე დარჩა. მიხვდი, რომ სახე შეგეცვალა.
ის აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

სიცოცხლეში არის მომენტები, ბედნიერიც და ტრაგიკულიც, რომლებიც გინდა, რომ შენი ცხოვრების ნაწილი იყოს. ისე სიცოცხლე თითქოს სრული არ არის.

მშობლის სიცოცხლის ბოლო წუთებში იქ ყოფნა – ეგეთი მომენტია. რომ მერე საკუთარი სიცოცხლის ბოლომდე არ დაგრჩეს საფიქრად – იქნებ მე მეძახდა ბოლო წამს, ჩაქრობამდე?
ორივე მშობელი ისე წავიდა, რომ წესიერად ვერ დავემშვიდობე.

გამოსამშვიდობებლად მიგიყვანეს ცარიელ ბინაში, სადაც მხოლოდ ოჯახის უახლოესი წევრები და პენიტენციურის თანამშრომლები არიან.

ძმა, რომელიც არასოდეს გინახავს ასეთ მდგომარეობაში და აქეთ გამშვიდებს, არაფერზე ინერვიულოო.
ცოლი, რომელიც ვერ იკავებს ქვითინს და რომელსაც აქამდე 13 წელია არ დაშორებიხარ 1 კვირაზე მეტი ხნით.
ბიძაშვილები, რომლებთან ერთადაც გაიზარდე და გაიარე მთელი ცხოვრება.
გამზრდელი ბიძა, რომელიც დარჩა მარტო.

და უცებ გლოვის გრძნობა ჩაანაცვლა მონატრებამ. მონატრებამ გაიმარჯვა ტკივილზე.

ისედაც, შეიძლება დედა იტირო ზედამხედველობის ქვეშ?

30 წუთი გამოსამშვიდობებლად.

გზაში ფიქრობდი გეყოფოდა თუ არა, მაგრამ პირველივე ჩახუტებაზე გრძნობ, რომ რაღაც ისე არაა.

სასახლესთან რამდენიმე წუთი ჯდომის მერე ხვდები, რომ ვერ გაჩერდები 30 წუთი. იმის გააზრება, რომ ამ ადამიანებს ცოტა ხანში ისევ მოწყდები და ვეღარ ნახავ რამდენიმე თვე, მინიმუმ იქ ყოფნას აუტანელს ხდის.

და გარბიხარ, რომ დაბრუნდე საკუთარ ვოლიერში, დაუბრუნდე შეგუებულ ერთფეროვნებას, დაცლილს ყველანაირი გრძნობებისგან.

ეზოში ხალხია. კორდონით ორად გაყოფილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხვდე სპეციალურ მინივენში.

მეგობრები, რომელთა მიმართაც მხოლოდ მადლიერების გრძნობა გაქვს. გინდა შეხედო და მადლობა უთხრა. მაგრამ ამას შეიძლება მოჰყვეს მათი მხრიდან რეაქცია. შემდეგ ჯერზე კი, ამის გამო, ვიღაცას შეიძლება უარი უთხრან ოჯახის წევრთან გამომშვიდობებაზე.

ამიტომ შენ ამ გზას სადარბაზოს კარიდან მინივენის ღია კარამდე გაივლი ისე, რომ არავის შეხედავ, არაფერს იტყვი, სახით, რომელიც შეგეცვალა და აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

14 ივლისი, 2025”

ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილი ციხიდან

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის
ახალი ამბები

ორი ცუდი და ორი კარგი ამბავი გერმანული ენის შესწავლის მსურველთათვის

15:00 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved