• რეკლამა
  • კონტაქტი
17:22, შაბათი, 24 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

იქმნება შთაბეჭდილება, ვიღაცას სურს ჩაახშოს საქართველო-უკრაინის ურთიერთობები – ხარიშინი

ალია ავტორი - ალია
17:03 08-19-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
450

უკრაინის საქმეთა რწმუნებული საქართველოში, მიხაილო ხარიშინი ინტერპრესნიუსთან მიცემულ ინტერვიუში საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში მომხდარ ცვლილებებზე ისაუბრა.

კერძოდ ხარიშინი უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევის მიზეზებზე საუბრობს და ამბობს, რომ, როდესაც უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა, რომელიც მისი თქმით, დაემთხვა ანტიუკრაინული და პრორუსული ძალების მიერ საქართველოში, საელჩოს შენობასთან გამართულ “პერფორმანსს” – შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.

“როცა უკვე მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა. მე მხოლოდ ფაქტებს ვამბობ. უცნაურია და ასეთი რიტორიკა დაემთხვა “პერფორმანსს”, რომელიც ანტიუკრაინულმა, პრორუსულმა და იმედი მაქვს, რომ ისინი ანტიქართულიცაა, ძალებმა გამართეს აქ, საელჩოს შენობასთან, შეურაცხმყოფელი პლაკატებითა და ლოზუნგებით უკრაინასთან მიმართებაში.

სამწუხაროდ, მალე ასეთ რიტორიკას მიმართეს ზოგმა სხვა პოლიტიკოსებმა, ქართველმა, მათ შორის სამთავრობო სტრუქტურებისა და საპარლამენტო კორპუსის წარმომადგენლებმა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც, გადაჭარბების გარეშე, სამაგალითო ურთიერთობები. რა თქმა უნდა, ასეთ ფონზე, როგორც სახელმწიფო, რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს და პატივს სცემს სხვა სახელმწიფოებს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნორმალური სახელმწიფო, უკრაინა ვერ დატოვებდა ამ ფაქტებს ყურადღების მიღმა”. – ამბობს ხარიშინი ინტერვიუში.

მისივე თქმით, უკრაინა არაა წინააღმდეგი, რომ საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე მიმდინარეობდეს, თუმცა იგი ამბობს, რომ ამისთვის უარყოფითი ფაქტორებისა და ტენდენციების თავიდან აცილებაა საჭირო.

“უკრაინაში ყოველთვის ყოველთვის ხაზს ვუსვამთ და ვიცავთ ამ წესს, რომ სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს მონაწილე და მთავარი ძალა ქვეყანაში არსებული ყველა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების გადაწყვეტისას. საზოგადოების, მოხალისეების გარეშე ძალიან გაგვიჭირდებოდა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში, მაშინ მთელი საზოგადოება გაერთიანდა.

ამ კონტექსტში უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აპრილში, როცა თქვენთან ცნობილი მოვლენები მიმდინარეობდა (რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები), მკაფიოდ განაცხადა, სხვა უფლებების გარდა, რომლებიც უნდა დაიცვან ამა თუ იმ ქვეყნებმა, რომლებიც თავს ევროპულად მიიჩნევენ, შედიან ევროპულ სტრუქტურებში, ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ მშვიდობიანი პროტესტის უფლება. აქედან გამომდინარე, უკრაინა ვერ დაუჭერს მხარს უცხო ქვეყნის აგენტების კანონს იმ ფორმით, როგორითაც ის არის. ეს კანონი, როგორც მინიმუმ, უნდა გადაიხედოს, ანდა საერთოდ გაუქმდეს, როგორც ამას გთავაზობთ ევროპული ქვეყნების უმრავლესობა. დავამატებ, რომ უკრაინამ უკვე გადაიტანა მსგავსი ეპიზოდი თავის ისტორიაში. ეს მოხდა 2013-2014 წლების ზღვარზე, უმაღლესმა რადამ იმ დროინდელი შემადგენლობით, მაშინ სამთავრობო პარტია „რეგიონები“ დომინირებდა, მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავდნენ უკრაინელების თავისუფლებას, ეგრეთწოდებული დრაკონული კანონები. ამან გამოიწვია მთელი უკრაინელი საზოგადოების გადატვირთვა. პარტია „რეგიონები“ სამუდამოდ გაქრა და მასთან ერთად სამარცხვინოდ გაიქცა უკრაინის მაშინდელი მეთაური ვიქტორ იანუკოვიჩი. ასე რომ, ასეთია ჩვენი მიდგომები ამასთან დაკავშირებით”. – ჟურნალისტის კითხვას, მისი ხედვით, გადაუხვია თუ არა საქართველომ დასავლურ ვექტორს, ხარიშინმა ასე უპასუხა.

,

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved